» ჯანქი » კახა კალაძემ გადადო

კახა კალაძემ გადადო



კახა კალაძემ გადადო



თბილისის მერმა, კახა კალაძემ ნაძვის ხის ანთება გადადო.


„მივიღეთ გადაწყვეტილება გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, საზეიმო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა

„დღეს 7 საათისთვის დავაანონსეთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, ს არის საზეიმო ღონისძიება, რომელიც პირველ რიგში ეს ეკუთვნის ჩვენს ბავშვებს, თუმცა, რადიკალურმა ოპოზიციამ აქაც კი იკადრა უკადრებელი და ნაძვის ხის წინ, ბავშვების ადგილი დაიკავა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი არიან აგრესიული მომიტინგეები, რომლებმაც უკვე მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია, მათ შორის შუშის ბოთლები ისროლეს სცენის მიმართულებით. ჩვენ, პროვოკაციებთან დაკავშირებით გუშინაც მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ ისინი ემზადებოდნენ პროვოკაციების მოწყობისთვის.

ამ ფონზე, ლოგიკურია ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც მოდიოდნენ აღნიშნულ ღონისძიებაზე, უამრავი ჩვენი თანამოქალაქე შეკრებილია თბილისის საკრებულოსთან, ბავშვებთან ერთად და რა თქმა უნდა, მათ არ მივცემთ საშუალებას, რომ წავიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. გვინდა მათ მოვუწოდოთ დაშლისკენ. ბავშვების ინტერესები რომ რადიკალურ ოპოზიციას არაფრად მიაჩნია, ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როდესაც სკოლებში კამპანია წამოიწყეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, საზეიმო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მათ მისცემს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას“, - აცხადებს კახა კალაძე.

წყარო: ​primetime.ge​​​



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+