უკრაინაში, რუსულ ოკუპაციას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი -
21 წლის დემეტრე დარჩია შეეწირა. ის გუშინ "ქართული ლეგიონის“ ბაზაზე განხორციელებული დივერსიული აქტის შედეგად დაიღუპა.
უკრაინის სპეცსამსახურებისა და ეროვნული პოლიციის მიერ გამოძიებები ამჟამადაც მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით, "ქართული ლეგიონის“ ბაზაზე აღმოაჩინეს ასაფეთქებელი, რომლის დეტონაცია მოხდა იმ მომენტში, როდესაც დემეტრე დარჩია მასთან ახლოს იყო.
როგორც ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი ამბობს, დარჩია სულ რაღაც 4 თვის ჩასული იყო უკრაინაში.
გ
არდაცვლილი მოცეკვავე თეა დარჩიას ძმის შვილი იყო. მომხდარს ხელოვანი სოციალურ ქსელში ეხმაურება.- ეს არაჩვეულებრივი ბიჭი, დემნა დარჩიაა, ჩემი ძმის, დავით დარჩიას შვილი და იღუმენია სიდონია დარჩიას ძმის შვილია. ის უკრაინაში გაექცა მშობლებს საბრძოლველად და დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების დახმარებისას ნაღმზე აფეთქდა. 21 წლის ბავშვი , სიკეთის და სიყვარულის განსახიერება აღარ არის.
არ ვიცი, როგორ უნდა გადავიტანოთ ეს არ გადასატანი ტკივილი. დავით , ჩემო უსაყვარლესო ძმაო, თეა ,ჩემო უსაყვარლესო, დედაო, ჩემო ერთადერთო, მეუფეო, ჩემო იმედო და დემნას დებო და ძმებო, ჩემო ტკბილებო არც ვიცი რით განუგეშოთ ან რა გითხრათ, მაგრამ დემნა ჩემთვის გმირია, გმირი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომელმაც უბრალოდ ვერ შეძლო უმოქმედოდ ყოფნა და თავი შესწირა ბოროტებასთან ბრძოლას!
ნათელი და საუკუნო ხსოვნა შენს უკვდავ სულს ჩემო ლამაზო, ნიჭიერო და კეთილშობილო დემნა. მიყვარდი, მიყვარხარ და სულ მეყვარები სანამ პირში სული მიდგას შენ ჩემი გმირი ხარ დემნა
წყარო:
ambebi.ge
კომენტარები (0)