ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე დაინიშნა. მისი რჩეული 55 წლის ამერიკელი აგენტი დარენ პრინსია. თავად მომღერალი კი 28 წლისაა. ნიშნობის შესახებ ინფორმაცია წყვილმა სოციალური ქსელებში თავად გაავრცელა.
წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 27 წელია, რაც განხილვის საგნად იქცა ინტერნეტსივრცეში და კრიტიკამაც არ დააყოვნა. საზოგადოების რეაქციას ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმი რეაბილიტოლოგი - გიორგი
ჭინჭარაული, სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ნუცა ბუზალაძის ნაბიჯს სანამ გააკრიტიკებთ, ჯერ ლოთ ქმრებს „პახმელიის“ წამალი მიეცით, თქვენს 28 წლის „დედას ვაჟკაცებს“ პამპერსი გამოუცვალეთ, სიგარეტის ფული ჯიბეში ჩაუკუჭეთ, მერე ქმრის თუ შეყვარებულის მიერ დალურჯებულ ნეკნებზე ლიოტონის გელი გადაისვით და მოდით ვიჭორაოთ“,-
დაწერა გიორგი ჭინჭარაულმა.
წყარო:
resonancedaily.com
კომენტარები (0)