» ჯანქი » უნიკალური ბრილიანტის ბეჭედი, 27-წლიანი სხვაობა და გასაიდუმლოებული ურთიერთობა: ნუცა ბუზალაძის რჩეულის, დარენ პრინცის ცხოვრება

უნიკალური ბრილიანტის ბეჭედი, 27-წლიანი სხვაობა და გასაიდუმლოებული ურთიერთობა: ნუცა ბუზალაძის რჩეულის, დარენ პრინცის ცხოვრება



უნიკალური ბრილიანტის ბეჭედი, 27-წლიანი სხვაობა და გასაიდუმლოებული ურთიერთობა: ნუცა ბუზალაძის რჩეულის, დარენ პრინცის ცხოვრება



"მე ვუთხარი „კი“ ჩემს სუპერ აგენტს, საუკეთესო მეგობარს და ახლა... ჩემს მომავალ ქმარს" - დაწერა სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა, ნუცა ბუზალაძემ. 
ნუცამ ნიშნობიდან ფოტოებიც გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ეს მისი ოცნების ბეჭედი იყო:


buzaladze_nishnoba
ნუცა ბუზალაძემ ნიშნობის ბეჭდის არაერთი ფოტო გაგვიზიარა. ბეჭედი ძალიან ჰგავს ცნობილი ბრენდის, Tiffany & Co. ნიშნობის ბეჭდის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოდელს - Tiffany Solest. ბეჭდის ღირებულება, დაახლოებით,19 000-დან 30 000 დოლარამდეა. 

"დაუჯერებელია, რა რაოდენობის სიყვარული და მოლოცვა მივიღე. ძალიან ბედნიერი ვარ. თქვენი სიტყვები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მადლობა, ასეთი ბედნიერი ჩემს ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ", - წერს მომღერალი. 
"დარენი პირველად ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა , როგორც ადამიანი, რომელმაც ჩემი ირწმუნა, როცა ამერიკაში ჩემს ყველაზე დიდ ოცნებებს მივყვებოდი. ის არ იყო უბრალოდ აგენტი. ის ჩემი სუპერ აგენტი იყო. მან ყველაფერი გააკეთა, გამიღო კარი, რომელიც არასდროს მეგონა, რომ გაიღებოდა, და ჩემ გვერდით იდგა ისე, როგორც არავინ! მაგრამ რასაც ვერ ვხედავდი, ის იყო, რომ ის ჩემი ცხოვრების სიყვარული ხდებოდა.

ჩვენი კავშირი თავიდანვე რწმენაზე, ნდობასა და ღვთის სიყვარულზე იყო დაფუძნებული. დროთა განმავლობაში ის ჩემი უსაფრთხო სივრცე გახდა. ის, ვინც სრულად მიგებდა, მაგრძნობინებდა თავს დაცულად, ძვირფასად...
როდესაც ლოს-ანჯელესში გადავედი საცხოვრებლად, ყველაფერი შეიცვალა. ჩვენი მეგობრობა გაღრმავდა და ერთ დღეს მივხვდი, რომ დარენის მიმართ მხოლოდ პროფესიული სიყვარული არ იყო. ეს ჩემთვის ყველაფერი იყო და ეს ნამდვილი იყო!
ვლოცულობდი ასეთ პარტნიორზე, ვინც დედოფალივით მომეპყრობოდა, ჩემს ყოველდღიურობას სინათლეს შემატებდა და მთელი გულით შემიყვარებდა... და ღმერთმა გამომიგზავნა დარენი.
ბედნიერებით ვარ სავსე და მოუთმენლად ველი, ქალბატონი პრინცი გავხდე. შენ ჩემი ლოცვა ხარ, რომელიც ასრულდა. სამუდამოდ მიყვარხარ", - დაწერა ნუცა ბუზალაძემ. 
ვინ არის ნუცა ბუზალაძის რჩეული  - დარენ პრინცი? 

დარენ პრინცი დაიბადა 1970 წლის 6 თებერვალს, ლივინგსტონში, ნიუ ჯერსიში. უკვე 14 წლის ასაკში წამოიწყო ბეისბოლის ბარათების გაყიდვის წარმატებული ბიზნესი, რომელიც 1 მილიონ დოლარად გაყიდა მაშინ, როცა, დაახლოებით, 20 წლის იყო. 1994–95 წლებში დააარსა Prince Marketing Group – ბუტიკური ტიპის სააგენტო, რომელმაც 500 მილიონ დოლარზე მეტი გარიგება განახორციელა.

იხილეთ ვრცლად - კითხივს გაგრძელება 



რა თანხას მიიღებს დვალიშვილი ო'მალისთან გამარჯვების შემთხვევაში

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+