მომღერალი ნუცა ბუზალაძე პასუხობს კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილს, რომელმაც სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ნუცა ბუზალაძემ მისი სიმღერით მოიგო იურმალა”, აიღო პრიზად 70 ათასი დოლარი და სიმღერის ავტორი არც კი გახსენებია.
როგორც აშშ-ში მყოფი ნუხცა ბუზალაძე ambebi.ge-სთან აცხადებს, მან თავის დროზე მაიკო კაჭკაჭიშვილს 5000 დოლარი გადაუხადა.
"დიახ, გავაკეთებ ამ თემაზე კომენტარს. 12 წლის ვიყავი მაიკომ ეს სიმღერა რომ დამიწერა და 5000 დოლარი გადავუხადეთ ყველაფერში, ტექსტი, სიმღერა და არანჟირება. "იურმალა" კი 17 წლის ასაკში მოვიგე. ამ სიმღერაში ფული გადავიხადე და სხვათაშორის თავის დროზე საკმაოდ ძვირი.
12 წლის რომ ვიყავი, მაშინ არავინ მიცნობდა და ჩვეულებრივ ვიყიდეთ ეს სიმღერა. რაც შეეხება კითხვას, აქამდე მაიკოსთვის წყენა თუ შემიმჩნევია, გეტყვით, რომ არასოდეს...", - აცხადებდს ბუზალაძე.
წყარო:
tia.ge
კომენტარები (0)