» ჯანქი » როგორ იპოვეს ღამით მანქანაში ჩაცხრილული ახალგაზრდა - „მანქანა წყალში არ ჩაიძირა, დილით გამოიარეს და უმძიმესი სურათი დახვდათ..."

როგორ იპოვეს ღამით მანქანაში ჩაცხრილული ახალგაზრდა - „მანქანა წყალში არ ჩაიძირა, დილით გამოიარეს და უმძიმესი სურათი დახვდათ..."



როგორ იპოვეს ღამით მანქანაში ჩაცხრილული ახალგაზრდა - „მანქანა წყალში არ ჩაიძირა, დილით გამოიარეს და უმძიმესი სურათი დახვდათ..."



ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალთან 30 წლის მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს.

შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. მოკლული ხელვაჩაურის სოფელ ერგედან იყო. ახლობლებს მომხდარზე საუბარი ჯერჯერობით უჭირთ და მთავარ კითხვაზე პასუხი არ აქვთ - თუ რა გახდა მკვლელობის მიზეზი.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოკლულს ჰქონდა კატერი, რითაც ტურისტებს მდინარეში ასეირნებდა და ლამაზ ბუნებას ათვალიერებინებდა. თურმე, ღამით იქვე, მანქანაში ეძინა, რადგან ღამითაც ასეირნებდა ხოლმე. როგორც ჩანს, წუხელაც იქ დარჩა და გვიან მოკლეს...

რაიმე კონფლიქტი მოუხდა თუ არა და უძღოდა თუ არა ამ ფაქტს შელაპარაკება, ამაზე ჯერჯერობით არავინ საუბრობს.

"ჰესისთვის არის წყალი დაგუბებული და აქ ადგილობრივებს მდინარეში სასეირნო აქვთ გაკეთებული. სწორედ ამ საქმით იყო ბესო დაკავებული, თავისი კატერი ჰყავდა და მსურველებს ასეირნებდა. მერე, ღამეც იქ რჩებოდა. წუხელ არის მოკლული და რატომ მოკლეს, არაფერი ვიცით.

ახლა გავიგე ამ უბედურების შესახებ და ძალიან განვიცდი. ბესო შესანიშნავი ადამიანი იყო, შრომობდა პატიოსნად, კონფლიქტური არ იყო და ვინ გაიმეტა სასიკვდილოდ, არ ვიცი. არც ის ვიცი, ერთია დამნაშავე, თუ რამდენიმე. ამბობენ, რომ მანქანაში ჩაცხრილეს, ნატყვიარები ეტყობაო და მერე მდინარე აჭარისწყალში გადაუგდიათ, მაგრამ მანქანა არ ჩაიძირა, ვიღაცამ ნახა დილით და ასე იპოვეს ცხედარი.

მდინარიდან მაშველებმა ამოიყვანეს ავტომობილი და ნახე, რომ შიგნით მოკლული ბიჭი იყო.

როგორი საფრთხის შემცველი გახდა ცხოვრება, როგორ შეუძლიათ ასე გაიმეტონ ადამიანი?, - ამბობს ადგილობრივი.

ჯერჯერობით, სამართალდამცავებს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. არც დამნაშავის დაკავებაზე გავრცელებულა ინფორმაცია. უწყების ცნობით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ ორი მუხლით - 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ადგილობრივების თქმით, მანქანა ბოლომდე არ იყო ჩაძირული წყალში, ამიტომ გამვლელებმა ნახეს და აცნობეს 112-ს. რის შემდეგაც, მაშველებმა სპეცტექნიკით ამოიყვანეს მანქანა წყლიდან და იქ ცხედარი დახვდათ.

შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

წყარო: კვირის პალიტრა



“მინდა ასეთი ხალხი სოროებში მოგიკითხოთ” – რას ამბობს ოთარ ტატიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ?

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+