» ჯანქი » რა გახდა რუსთავში დედა-შვილის სასტიკი მკვლელობის მოტივი და ვინ არის დაკავებული - ახალი დეტალები

რა გახდა რუსთავში დედა-შვილის სასტიკი მკვლელობის მოტივი და ვინ არის დაკავებული - ახალი დეტალები



რა გახდა რუსთავში დედა-შვილის სასტიკი მკვლელობის მოტივი და ვინ არის დაკავებული - ახალი დეტალები
რა გახდა რუსთავში მომხდარი სასტიკი მკვლელობის მოტივი - არსებული ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, ერთ-ერთ ვერსიად კი ეჭვიანობა სახელდება.

თვითმხილველების თქმით, მათ მიჯრით გასროლის ხმა გაიგეს, როდესაც ადგილზე მივიდნენ, ახალგაზრდა გოგო უკვე გარდაცვლილი იყო. 
მათივე საუბრიდან ირკვევა, რომ დაკავებული გაქცევას არ ცდილობდა და ის პოლიციას თავად ჩაბარდა. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღიც, რომელიც საქმეში ახლა მთავარი მტკიცებულებაა.

ახალგაზრდა მამაკაცი, გიორგი პირაშვილი ახლა გამომძიებლების კითხვებს პასუხობს და სწორედ მან უნდა ტქვას, თუ რატომ მოკლა ცოლი და სიდედრი.

ცნობისთვის, რუსთავში სასტიკი მკვლელობა დღეს მოხდა. ირკვევა, რომ ახალგაზრდა კაცმა ცოლს და სიდედრს ჩასაფრება მაშინ მოუწყო, როდესაც ქალი დედასთან ერთად მცირეწლოვან შვილს ეტლით ასეირნებდა.
კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რაც ორივე ქალისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. სროლის დროს ჩვილი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. ის ახლა ექიმების მეთვალყურებოს ქვეშაა.
გამოძიება მომხდარზე 109-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს
გარდაცვლილების ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

წყარო: ​tia.ge​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+