”ღამე იყო, ჩაუგდიათ მანქანაში და ჯვრის დასაწერად გააქანეს…” – ქუთაისში ბიჭმა შეყვარებულის ნაცვლად დედამისი მოიტაცა
სოციალურ ქსელში კურიოზულ შემთხვევაზე წერენ, რომელიც მომხმარებლის თქმით ქუთაისში მოხდა.
“ქუთაისში, გუშინ ღამით, კურიოზული შემთხვევა მოხდა
თურმე ეს გოგო და დედამისი ღამით სასეირნოდ ყოფილან გამოსულები, ამ საწყალ ბიჭებსაც კიდე სიბნელეში შეშლიათ და დედამისი ჩაუგდიათ მანქანაში და ჯვრის დასაწერათ გააქანეს.
შემდეგ ისევ გოგოს უვაჟკაცია და შეყვარებულისთვის დაურეკია დედაჩემი მოიტაცესო. გაკვირბულმა ბიჭებმა უცებ მოხადეს მოტაცებულს ტომარა და რას ხედავენ, მომავალი სასიდედრო ჩაუგდიათ მანქანაში. საბედნიეროდ ყველაფერი მოგვარდა.” – ვკითხულობთ პოსტში.
კომენტარები (0)