მომღერალი და მუსიკოსი ირმა სოხაძე ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ სტუმარი იყო.
გადაცემაში მუსიკოსმა უპასუხა კითხვებს, რომლებსაც მკითხველი შერჩეული სტუმრისთვის ambebi.ge -ს კომენტარების ველში წერს, პასუხს კი "პალიტრანიუსის“ ტელეეთერში ისმენს.
- ქალბატონო ირმა, მაინტერესებს თქვენი საჯარო პროტესტის შემდეგ, თუ გქონიათ კიდევ მიწვევა სამთავრობო ღონისძიებებიდან?- მე თვითონ გადავწყვიტე, რომ ამ ეტაპზე მქონდეს პროტესტი, არ მივიღო არაფერში მონაწილეობა, დავტოვე სამსახური და კიდევ ბევრ თანმდევ პირობაზე ვთქვი უარი. ამიტომ არ მპატიჟებენ, რადგან იციან, რომ არ მივიღებ მონაწილეობას. ამიტომ ჩვენი ეს კომუნიკაცია ამ ეტაპზე შეწყვეტილია.
განაგრძეთ კითხვა>>>
კომენტარები (0)