» ჯანქი » "ქმართან ერთად არ ვცხოვრობ და ეს ბედნიერებაა" - ცოლ-ქმარი ამბობს, რომ ბედნიერი ქორწინების საიდუმლო სხვადასხვა სახლში ცხოვრებაა

"ქმართან ერთად არ ვცხოვრობ და ეს ბედნიერებაა" - ცოლ-ქმარი ამბობს, რომ ბედნიერი ქორწინების საიდუმლო სხვადასხვა სახლში ცხოვრებაა



"ქმართან ერთად არ ვცხოვრობ და ეს ბედნიერებაა" - ცოლ-ქმარი ამბობს, რომ ბედნიერი ქორწინების საიდუმლო სხვადასხვა სახლში ცხოვრებაა



გი­ჭირთ ოჯა­ხუ­რი იდი­ლი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა? - მე­უღ­ლეს­თან იდე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, ამე­რი­კე­ლი წყვი­ლი ცალ­კე სახ­ლში ცხოვ­რე­ბას გვირ­ჩევს.

ბრუკ­ლი­ნელ ქალს სჯე­რა, რომ ბედ­ნი­ე­რი ქორ­წი­ნე­ბის სა­ი­დუმ­ლო ქმრის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბით ცხოვ­რე­ბაა.

43 წლის მწე­რა­ლი, ბი­ან­კა ტუ­რეც­კი და 58 წლის პი­ტერ ბახი რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ, 2021 წელს და­ქორ­წინ­დნენ და თა­ვი­დან­ვე ცალ-ცალ­კე, სხვა­დას­ხვა სახ­ლში ცხოვ­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს. ამით მარ­თა­ლია, მე­გობ­რე­ბი გა­აკ­ვირ­ვეს, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ, ამ­ბო­ბენ, რომ "ოჯა­ხუ­რი იდი­ლია" შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს.

როცა შე­უღლდნენ, ბი­ან­კა თა­ვის კა­ტას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბით სავ­სე­ბით კმა­ყო­ფი­ლი იყო. ამას­თან, პი­ტე­რიც ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­და თავს თი­ნე­ი­ჯერ ვაჟ­თან ერ­თად გან­ცალ­კე­ვე­ბით ყოფ­ნით.

"42 წლის ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბა იმას ნიშ­ნავ­და, რომ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა უკვე მო­წყო­ბი­ლი მქონ­და. ტრა­დი­ცი­უ­ლი წე­სე­ბის დევ­ნა არა­ვის გა­ა­ბედ­ნი­ე­რებ­და. რა­ტომ უნდა გვე­ცხოვ­რა ძვე­ლე­ბუ­რი წე­სე­ბით? რა­ტომ არ შეგ­ვეძ­ლო თა­ნა­და­თა­ნო­ბით ჩვე­ნი­ვე წე­სე­ბი შეგ­ვექ­მნა? ვინ ად­გენს რო­გო­რი უნდა იყოს ნორ­მა­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბა?", ამ­ბობს ბი­ან­კა.

ტუ­რეც­კის­თვის ცალ­კე ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ის გახ­და, რომ პი­ტე­რის ვაჟს კა­ტის ბეწ­ვზე ალერ­გია აქვს. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მას შემ­დეგ ბი­ჭუ­ნა კო­ლე­ჯში ჩა­ი­რი­ცხა და მა­მის სახ­ლი­დან გა­და­ვი­და, წყვი­ლი მა­ინც ცალ-ცალ­კე ცხოვ­რე­ბას გა­ნაგ­რძობს. პი­ტე­რი და ბი­ან­კა კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე დღეს ატა­რე­ბენ ერ­თმა­ნე­თის ბი­ნა­ში და შემ­დეგ სა­კუ­თარს უბ­რუნ­დე­ბი­ან, რათა პი­რა­დი სივ­რცით დატ­კბ­ნენ.

წყარო: ​ambebi.ge​​​



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+