» ჯანქი » "საგურამოში უნივერსიტეტის დამთავრებას აღვნიშნავდი, როცა ჩცდ-დან დამირეკეს, მთელი საღამო ვინერვიულე" - ვინ არის ულამაზესი მიმტანი გოგონა სერიალიდან და როგორია მისი ცხოვრება ეკრანს მიღმა

"საგურამოში უნივერსიტეტის დამთავრებას აღვნიშნავდი, როცა ჩცდ-დან დამირეკეს, მთელი საღამო ვინერვიულე" - ვინ არის ულამაზესი მიმტანი გოგონა სერიალიდან და როგორია მისი ცხოვრება ეკრანს მიღმა

"საგურამოში უნივერსიტეტის დამთავრებას აღვნიშნავდი, როცა ჩცდ-დან დამირეკეს, მთელი საღამო ვინერვიულე" - ვინ არის ულამაზესი მიმტანი გოგონა სერიალიდან და როგორია მისი ცხოვრება ეკრანს მიღმა
"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟი - ნა­თია გა­მოჩ­ნდა, გო­გო­ნა ღა­რი­ბი ოჯა­ხი­დან. ის ჯე­კოს კო­ლე­გაა, მიმ­ტა­ნად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. ლა­მაზ­მა და ძლი­ერ­მა გო­გომ ჯე­კოს ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო და მათი ურ­თი­ერ­თო­ბაც და­ი­წყო. "ვინ არის ეს ლა­მა­ზი გოგო?" - და­ინ­ტე­რეს­და მა­ყუ­რე­ბე­ლი. ის პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი არ არის. სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­სა­ხებ უფრო მეტს, მა­რი­ამ გო­გო­ლა­ძე თა­ვად მოგ­ვი­თხრობს.

- ვარ 21 წლის, ჯი­პა­ში სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. სამ­სა­ხი­ო­ბო გა­მოც­დი­ლე­ბა არ მაქვს, მხო­ლოდ რეკ­ლა­მებ­ში ვარ რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ღე­ბუ­ლი. ბავ­შვო­ბი­დან სულ მსა­ხი­ო­ბო­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ რო­დე­საც პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის დრო დად­გა, რა­ტომ­ღაც, სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვე­დი.
- ხომ არ ფიქ­რობ, ახლა და­ე­უფ­ლო?

- ეს ჩემი ჰო­ბია, თუმ­ცა სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ მაქვს. "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" გა­და­ღე­ბა ბავ­შვო­ბის ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბა იყო. კას­ტინგზე რომ მი­ვე­დი, ტექ­სტი მომ­ცეს, რო­მე­ლიც უნდა წა­მე­კი­თხა, თან ვი­დე­ოს იღებ­დნენ. რა­ტომ­ღაც, ამ მო­მენ­ტში თავი ძა­ლი­ან თა­ვი­სუფ­ლად ვიგ­რძე­ნი, თით­ქოს იმ საქ­მეს ვა­კე­თებ­დი, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ბუ­ნებ­რი­ვი იყო. რო­დე­საც და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, როლ­ზე და­გამ­ტკი­ცე­თო, იმ ემო­ცი­ას, რო­მე­ლიც იმ წუთ­ში და­მე­უფ­ლა, ალ­ბათ სრუ­ლად ვე­რას­დროს გად­მოვ­ცემ.

09:25 / 16-09-2023

- ამ დროს სად და ვის­თან ერ­თად იყა­ვი?
- სა­გუ­რა­მო­ში, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბას აღ­ვნიშ­ნავ­დით. თა­ვი­დან თით­ქოს არ ვა­პი­რებ­დი, ეს ამ­ბა­ვი მათ­თვის მეთ­ქვა, მაგ­რამ ემო­ცი­ე­ბი ვერ დავ­ფა­რე, დავ­ჯე­ქი და ყვე­ლას მო­ვუ­ყე­ვი.
- გა­და­ღე­ბის პირ­ველ დღეს რო­გორ გა­იხ­სე­ნებ?
- რომ და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, ხვალ გა­და­სა­ღე­ბად უნდა მოხ­ვი­დეო, მთე­ლი სა­ღა­მო ისე ვი­ნერ­ვი­უ­ლე, ისე გან­ვი­ცა­დე, რომ... ეს შიში კი არ იყო, უფრო - პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა. ტექ­სტი, რო­მე­ლიც ჩემ­თვის მო­ცე­მუ­ლი ჰქონ­დათ, რამ­დენ­ჯერ­მე წა­ვი­კი­თხე. მე­გო­ნა, ვერ ვი­მახ­სოვ­რებ­დი, ტვინ­ში არ შე­დი­ო­და, მაგ­რამ უშუ­ა­ლოდ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ყვე­ლა­ფე­რი ისე და­მი­ლაგ­და, ტექ­სტში სა­ერ­თოდ აღარ ჩა­მი­ხე­დავს. თავი ისე თა­ვი­სუფ­ლად ვიგ­რძე­ნი, ნერ­ვი­უ­ლო­ბა სა­ერ­თოდ მო­მეხ­სნა.

- შენს პარტნი­ორ­ზე, გი­ორ­გი ბარ­ბა­ქა­ძე­ზე რას გვე­ტყვი? ისიც არ არის მსა­ხი­ო­ბი, მაგ­რამ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. და­მე­გობ­რდით?
- სე­რი­ალ­ში ჩემი ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­თან ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. გი­ორ­გის­თან პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან კარ­გად ვიგ­რძე­ნი თავი და დღეს შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვართ. გა­და­ღე­ბე­ბის შემ­დეგ, ბავ­შვე­ბი რა­ჭა­ში ვი­ყა­ვით, იქ ერ­თმა­ნეთს კი­დევ უფრო და­ვუ­მე­გობ­რდით. 12 წე­ლია, გი­ორ­გი ამ სე­რი­ალ­ში თა­მა­შობს. რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე, რამ­დე­ნად უშუ­ა­ლო და თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო, რო­გორც გა­და­ღე­ბი­სას, ასე­ვე კადრს მიღ­მა, სი­ლა­ღე მის­გან გად­მო­მე­დო და და­მამ­შვი­და.
- სა­კუ­თარ პერ­სო­ნაჟ­ზე რას იტყვი, ნა­თია რო­გო­რი გო­გოა?
- ნა­თია ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟია, ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. ღა­რი­ბი ოჯა­ხი­დან არის, ძა­ლი­ან რთუ­ლი ცხოვ­რე­ბა გა­მო­ი­ა­რა, მაგ­რამ არ დათ­რგუნ­ვი­ლა, ძლი­ერ პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. მან ბავ­შვო­ბი­დან იცის, რო­გორ უპატ­რო­ნოს პა­ტა­რა დებს, რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დეს დე­დას­თან.

- მას­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად რა მოგ­წონს?
- გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ის არ არის და­კომ­პლექ­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. მისი სი­ლა­ღე მომ­წონს. ყვე­ლა­ფერს ისე აკე­თებს, რომ თა­ვი­სი ხა­სი­ა­თის ხაზ­გას­მას ახ­დენს და ეს სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის. ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში მის ად­გილ­ზე სულ სხვაგ­ვა­რად მო­ვიქ­ცე­ო­დი.
- რამ­დენ­ჯერ­მე ახ­სე­ნე, რომ პერ­სო­ნა­ჟი შენ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. მას­თან სა­ერ­თოს რას პო­უ­ლობ?
- ჩვენ ორი­ვეს მტკი­ცე ხა­სი­ა­თი გვაქვს, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი მეც არ მაფრ­თხობს და არ მთრგუ­ნავს, შე­იძ­ლე­ბა მო­ტი­ვა­ცი­აც კი იყოს.
- გა­და­ღე­ბე­ბის პრო­ცეს­ში რა იყო ყვე­ლა­ზე დიდი სირ­თუ­ლე, რო­გორ წარ­მო­გედ­გი­ნა ეს პრო­ცე­სი გა­რე­დან და რო­გო­რი აღ­მოჩ­ნდა, რო­დე­საც უშუ­ა­ლოდ ჩა­ერ­თე?
- რო­დე­საც დი­ა­ლო­გი გაქვს ადა­მი­ან­თან, მე­გო­ნა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად უნდა დად­გე და ილა­პა­რა­კო. არ მე­გო­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა თუ სჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ კა­მე­რის წინ რომ დავ­დე­ქი, მა­შინ მივ­ხვდი, ამ­დაგ­ვა­რი სცე­ნის გა­და­ღე­ბას სხვაგ­ვა­რი მიდ­გო­მა და ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბო­და. რაც უნდა იფიქ­რო, რომ კა­მე­რა არ არ­სე­ბობს, ის ხომ მა­ინც იქ არის?!

- რო­გორ მი­გი­ღო მა­ყუ­რე­ბელ­მა, ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რა მო­ის­მი­ნე?
- კომ­პლი­მენ­ტე­ბის ზღვა მი­ვი­ღე და ამით ვი­ყა­ვი უბედ­ნი­ე­რე­სი. თავი სიზ­მარ­ში მე­გო­ნა, იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­მი­კავ­შირ­და, იმ­დენ­მა მომ­წე­რა, და­მი­რე­კა, იმ­დენ­მა მი­სურ­ვა წარ­მა­ტე­ბა, რომ ამას ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, დღემ­დე პო­ზი­ტი­უ­რად არი­ან ჩემ­და­მი გან­წყო­ბი­ლი და თუ მო­ვა­ხერ­ხებ, რომ ამ პერ­სო­ნაჟს სიყ­ვა­რუ­ლი ასე შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნო, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბა.
- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბევ­რი წერს, ეს ლა­მა­ზი გოგო ვინ არი­სო?
- (იცი­ნის) პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი არ ვარ და ამი­ტომ ვერ მიც­ნეს.
- თა­ვად თუ ეც­ნო­ბი კო­მენ­ტა­რებს?
- რამ­დე­ნი­მე კო­მენ­ტა­რი წა­ვი­კი­თხე, იქაც კარ­გის მეტი არა­ფე­რი ეწე­რა. ეს ჩემ­თვის აღ­მაფრ­თო­ვა­ნე­ბე­ლი იყო, ჩემს ბედ­ნი­ე­რე­ბას სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და.
- პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ო­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე არ ფიქ­რობ? ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შენი გეგ­მა რო­გო­რია?
- აქამ­დე ვფიქ­რობ­დი, რომ მა­გის­ტრა­ტუ­რა სა­ზღვარ­გა­რეთ გა­მევ­ლო მარ­კე­ტინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ახ­ლაც იგი­ვე გეგ­მა მაქვს, მაგ­რამ ცოტა დრო გა­დავ­წიე, მა­ნამ­დე მინ­და ვი­მუ­შაო, გა­მოც­დი­ლე­ბა და­ვაგ­რო­ვო, ცო­ტა­თი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა­საც მივ­ხე­დო, რად­გან ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სი აღ­მოჩ­ნდა. შემ­დეგ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ვემ­გზავ­რე­ბი.

- გა­მო­დის, რომ ახა­ლი რო­ლე­ბის­თვის და ახა­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბის­თვის მზად ხარ?
- კი, ახალ წი­ნა­და­დე­ბებს სი­ხა­რუ­ლით მი­ვი­ღებ, რად­გან ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის თა­მა­ში ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, თან შრო­მა დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა.
- სა­კუ­თარ თავს რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებ?
- გახ­სნი­ლი, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი, ლაღი ვარ. მო­რი­დე­ბით თავ­დახ­რი­ლი, კომ­პლექ­სე­ბი­ა­ნი გო­გო­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ას არ გან­ვე­კუთ­ვნე­ბი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+