» ჯანქი » რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ახალციხეში მომხდარ ტრაგედიაზე

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ახალციხეში მომხდარ ტრაგედიაზე



რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ახალციხეში მომხდარ ტრაგედიაზე



ახალციხეში, კერძო ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ეძინა და როცა აღმზრდელი გასაღვიძებლად შევიდა, მცირეწლოვანი უგონო მდგომარეობაში დახვდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბიჭი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ასევე სოცქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბავშვი როდესაც ბაღში დატოვეს სიცხე აეწია და ამის შესახებ ოჯახს აღსაზრდელებმაც მალევე შეატყობინეს. 
ცხედარს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა.

ერთ-ერთ ვერსიაზე, რომ შესაძლოა, ბავშვს რამე საგანი ან საკვები გადასცდა, ექსპერტი ამბობს, რომ პირველადი დათვალიერებით, სასუნთქ გზებში უცხო ნივთი არ აღმოჩნდა. მისივე თქმით, გარდაცვალების მიზეზი დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

წყარო: ​primetime.ge​​​

სასიხარულო ინფორმაცია ფეხბურთისა და “პსჟ”-ს ქომაგებს – ახლახანს დიდებული ცნობები გავრცელდა პარიზიდან




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+