Демонстрационный сайт » ჯანქი » სასწრაფოდ თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

სასწრაფოდ თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

სასწრაფოდ თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება


რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო, 27 სექტემბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

„გადაადგილება შეზღუდული იქნება კ. აფხაზისა და შ. დადიანის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ა. ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით.

რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ტრანსპორტის მოძრაობა ხვალ, 17:00 საათიდან შეიზღუდება. მოძრაობა შესაძლებელი იქნება ნ. ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+