» ჯანქი » "საღორეში გამოკეტილ ბავშვს დედა მხოლოდ წყალს და პურს აწვდიდა" - რას ჰყვება მოზარდის მამიდა: წალენჯიხის სოფელში მომხდარი დანაშაულის დეტალები

"საღორეში გამოკეტილ ბავშვს დედა მხოლოდ წყალს და პურს აწვდიდა" - რას ჰყვება მოზარდის მამიდა: წალენჯიხის სოფელში მომხდარი დანაშაულის დეტალები



"საღორეში გამოკეტილ ბავშვს დედა მხოლოდ წყალს და პურს აწვდიდა" - რას ჰყვება მოზარდის მამიდა: წალენჯიხის სოფელში მომხდარი დანაშაულის დეტალები



წა­ლენ­ჯი­ხის ერთ- ერთ სო­ფელ­ში ჯგუ­ფუ­რად არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით დედა და ბე­ბია და­ა­კა­ვეს.
  • გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 7 წლის ბავ­შვზე დე­დამ და ბე­ბი­ამ ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და და არას­რულ­წლო­ვანს ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. და­ნა­შა­უ­ლი 3 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მომ­ხდარ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა უკვე გა­ავ­რცე­ლეს.

"ტვ პირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში ბავ­შვის მა­მი­და ამ­ბობს, რომ მისი ძმის შვი­ლი დე­დამ და ბე­ბი­ამ სა­ღო­რე­ში იმის­თვის და­ამ­წყვდი­ეს, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნის სხე­ულ­ზე არ­სე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი მე­ზობ­ლებს არ ენა­ხათ.
  • ქა­ლის თქმით, მო­ზარდს სა­ღო­რე­ში დე­და­მი­სი მხო­ლოდ წყალს და პურს აწ­ვდი­და.
"ბავ­შვი ამ და­ზი­ა­ნე­ბის მერე და­უმ­წყვდე­ვი­ათ სა­ღო­რე­ში, რომ არა­ვის არ ენა­ხა. რომ არა­ვის არ და­ე­ნა­ხა ის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რაც მი­ა­ყე­ნეს ბავ­შვს. თან სკო­ლა­შიც არ უშ­ვებ­დნენ, ამ სა­ღო­რე­ში დე­და­მი­სი აწ­ვდი­და მარ­ტო წყალს და პურს. 5 დღე ვი­ტან­ჯე­ბო­დიო, ბავ­შვი ამ­ბობს. გაქ­ცე­უ­ლა და უნა­ხია ხალ­ხს, მერე შე­შინ­და და ტყე-ღრე­ში გაქ­ცე­უ­ლა, სა­საფ­ლა­ო­ე­ბით, ხილ­ნა­რით და გა­მო­სუ­ლა დე­და­ჩე­მის სახ­ლთან. 1-1.5 კმ უვ­ლია. ვი­თხოვ, რაც კა­ნო­ნით ეკუთ­ვნის, და­ი­სა­ჯოს ეს ორი ადა­მი­ა­ნი", - ამ­ბობს მა­მი­და.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2017 წელს და­ბა­დე­ბულ არას­რულ­წლო­ვან­ზე დე­დამ და ბე­ბი­ამ ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­დეს. არას­რულ­წლო­ვანს ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ და “დ”ქვე­პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით, ჯგუ­ფუ­რად არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ ჩა­დე­ნილ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს”, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.
ნა­ცე­მი 7 წლის ბი­ჭუ­ნა სახ­ლი­დან გა­იქ­ცა და დიდ ბე­ბი­ას მი­მარ­თა დახ­მა­რე­ბის­თვის. სწო­რედ მან აც­ნო­ბა პო­ლი­ცი­ას და ძა­ლოვ­ნებ­მა ფაქ­ტზე რე­ა­გი­რე­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლად მო­ახ­დი­ნეს.


წყარო: ​ambebi.ge​​​

ხვიჩა კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება – მიზეზი ცნობილია




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+