» ჯანქი » “ვერ ასრულებს ლოგინში დაკისრებულ მოვალეობებს” – 84 წლის ქალი 88 წლის ქმარს უსექსობის გამო ეყრება

“ვერ ასრულებს ლოგინში დაკისრებულ მოვალეობებს” – 84 წლის ქალი 88 წლის ქმარს უსექსობის გამო ეყრება



“ვერ ასრულებს ლოგინში დაკისრებულ მოვალეობებს” – 84 წლის ქალი 88 წლის ქმარს უსექსობის გამო ეყრება
84 წლის იტალიელი ყოფილი მასწავლებელი ქმარს ეყრება იმის გამო, რომ მეუღლე ვერ ასრულებს ლოგინში დაკისრებულ მოვალეობას, როგორც პენსიონერმა ადვოკატს განუცხადა, სექსი მხოლოდ თვეში ორჯერ აქვთ, რაც მისთვის არადამაკმაყოფილებელია.

იტალიელმა მოხუცმა ქალბატონმა ქალაქ სკაფატიდან(კამპანიას რეგიონი, სამხრეთ იტალია) სასამართლოში შეიტანა განაცხადი 88 წლის ქმარზე გაყრის მოთხოვნით, მიზეზი, სექსის ნაკლებობა.

პენსიონერმა დაიქირავა ადვოკატი, რომელიც დაიცავს მის ინტერესებს სასამართლოზე.იურისტი სხვადასხვა ხერხებით ეცადა გადაეფიქრებინა მოხუცს საჩივარი, მაგრამ უშედეგოდ.
ქალმა აგრეთვე აღიარა, რომ ქმარს უჩიჩინებდა მიეღო პოტენციის ასამაღლებელი რაიმე პრეპარატი, თუმცა მისმა 88 წლის მეუღლემ, ყოფილმა ბანკის მოხელემ უარი თქვა მის მიღებაზე გულზე პრობლემების გამო.
მაშინ ქმარს დაემუქრა, რომ იშოვიდა უფრო ახალგაზრდა საყვარელს, რომელიც ლოგინში დააკმაყოფილებდა.
ყოფილი მასწავლებელი აქამდე ორჯერ იყო გათხოვილი, იუწყება dailymail-ი.

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+