» ჯანქი » "ლანძღავთ რუსთაველის თეატრს, განსხვავებული შეხედულების ხალხს... ლეწავთ თეატრს და მხოლოდ თქვენი აზრია სწორი, ამას აკეთებთ ქვეყნის და ქართველის სიყვარულის სახელით“ - ლევან ხურცია

"ლანძღავთ რუსთაველის თეატრს, განსხვავებული შეხედულების ხალხს... ლეწავთ თეატრს და მხოლოდ თქვენი აზრია სწორი, ამას აკეთებთ ქვეყნის და ქართველის სიყვარულის სახელით“ - ლევან ხურცია



"ლანძღავთ რუსთაველის თეატრს, განსხვავებული შეხედულების ხალხს... ლეწავთ თეატრს და მხოლოდ თქვენი აზრია სწორი, ამას აკეთებთ ქვეყნის და ქართველის სიყვარულის სახელით“ - ლევან ხურცია



„რა ხდება მეგობრებო, ლანძღავთ რუსთაველის თეატრს, (სადაც ჩემი არსებობის80% ვატარებ)ლანძღავთ განსხვავებული შეხედულების ხალხს, ლანძღავთ კაცს რომელმაც ნახევარი არტისტ-რეჟისორები დაგზარდათ და ხელობა გასწავლათ, ბატონ სტურუას ვგულისხმობ“, - წერს რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, ლევან ხურცია, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, უკვე მოთხოვნები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხმა საკუთარი შეხედულება დაგმოს, ვინაიდან მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის აზრია სწორი.

"ახლა ვკითხულობ სოცქსელში ინფოებს. არ ვარ დიდად აქტიური ამ კუთხით. რა ხდება მეგობრებო, ლანძღავთ რუსთაველის თეატრს, (სადაც ჩემი არსებობის 80% ვატარებ) ლანძღავთ განსხვავებული შეხედულების ხალხს, ლანძღავთ კაცს, რომელმაც ნახევარი არტისტ-რეჟისორები დაგზარდათ და ხელობა გასწავლათ, ბნ.სტურუას ვგულისხმობ.

დგახართ, სადაც შენი გვერდით მდგომი, ლეწავს რუსთაველის ეროვნულ თეატრს, ქუჩაში წერს „მოგ.. ნთ მშვიდობა”. მოთხოვნები ისმის უკვე, დაგმოს ხალხმა თავისი შეხედულება და მხოლოდ თქვენი აზრია სწორი… რა ვიცი, კიდევ რამდენი რამ…
და ამას აკეთებთ ქვეყნის და ქართველის სიყვარულის სახელით…
ეს არც სიყვარულია და არც სწორი გზა მომავლის. რა გითხრათ მადლობა დიდი!! უშეცდომო არავინაა, მაგრამ პატივისცემა ორმხრივია“,  - წერს ლევან ხურცია.




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+