თიკა ფაცაცია- უმშვენიერეს მომღერალ და ტელეწამყვან თიკა ფაცაციას მეუღლის მიმართ ინტერესი არ ნელდება. ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკა, დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია, თუმცა წყვილის ქორწინება მყარი გამოდგა.
დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენას და თავს ყოველთვის არიდებს კამერებს. პირად ცხოვრებაზე არც ფაცაციას უყვარს საუბარი. მათი ოჯახი მრავალი წლის წინ შეიქმნა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა მოდელობდა. დავით ანთელიძე მაშინ ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა, პირადად გაეცნო. თიკას და დავითს სამი ვაჟი ჰყავთ- უფროსი თვრამეტი წლისაა, უმცროსი − ხუთის. ტელეწამყვანი, აღნიშნავს, რომ ფორმაში ყოფნის სტიმულს მისი მეუღლე ანიჭებს.
Read more:
https://sputnik-georgia.com/society/20190605/245485829/--------.html
კომენტარები (0)