2013 წლის 29 დეკემბერს მერიბელში (საფრანგეთი) თხილამურებით სრიალის დროს დაეცა და თავის ქალისა და ტვინის უმძიმესი დაზიანებები მიიღო. ლეგენდის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, შუმი თვეების მანძილზე კომაში იყო. გერმანელი მას მერე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა - მისმა მეუღლემ შვეიცარიაში ვილა ფაქტობრივად კლინიკად გადააკეთა.
კორინას თქმით, მისთვის და მისი შვილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიხაელის პირადი სივრცე მაქსიმალურად იყოს დაცული. სწორედ ამიტომ არ ავრცელებს ოჯახი არც ფოტოს, არც ვიდეოს. კ
ორინა: “მიხაელი ჩვენს პირად სივრცეს ყოველთვის იცავდა, ახლა კი ჩვენ ვიცავთ მის პირად სივრცეს. ცხადია, ძალიან გვაკლია ის მიხაელი, რომელიც მანამდე გვყავდა - მეც, შვილებსაც და ყველას, ვინც მას იცნობდა. ძველი შუმი ყველას ენატრება. მაგრამ რეალურად ის ჩვენთანაა. სხვანაირად, მაგრამ აქ არის და ყველას ძალას გვაძლევს.”
"დარწმუნებული ვარ მას ჩვენი ხმა ამ დროის განმავლობაში ესმის , გვხედავს რომ მის ირგვლივ ვართ და მასზე ვზრუნავთ"
კომენტარები (0)