სტუდენტების გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ნარკოტიკით ზედოზირება გახდა - რა დეტალები ხდება ცნობილი?
წინასწარი ვერსიით, თბილისში, ორი ახალგაზრდას გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირება გახდა.
არსებული ინფორმაციით, 23 წლის ბიჭის და 21 წლის გოგოს ძებნა ოჯახმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისინი გარკვეული პერიოდი კონტაქტზე არ გამოდიოდნენ.
ამის შემდეგ საქმეში ჩაერთო პოლიციაც. ახალგაზრდები ჯავახიშვილის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში იპოვეს. ორივეს ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.
კომენტარები (0)