“17 წლის ბავშვს რომ ავტომობილს უყიდი, ეს იგივეა, 5 წლის ბავშვს გადატენილი კალაშნიკოვი მისცე… მშობლებს მივმართავ..”
ექსპერტი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებში, თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, შალვა ოგბაიძე ავტოსაგზაო შემთხვევებს ეხმაურება.
ის მშობლებს მიმართავს, ნუ უყიდიან მოზარდ შვილებს ავტომობილებს, გასართობად. ოგბაიძე 3 წლის წინ მომხდარ ფაქტს იხსენებს, როდესაც ბოლო ზარზე მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა.
“მშობლებო, დედებო და მამებო, არ უყიდოთ თქვენს 17 წლის შვილს ავტომობილი, მას ჯერ ეს არ დაუმსახურებია”… ეს 3 წლის წინ გამოქვეყნებული ინტერვიუა…
სამწუხაროდ, მაშინაც 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა მშობლის მიერ ნაყიდ ავტომობილს…
მშობლებო, გემუდარებით, ნუ ჩაუგდებთ მოზარდს ავტომობილს გასართობად, გთხოვთ და მოვითხოვ თქვენგან მეტ ყურადღებას” – წერს ოგბაიძე.
კომენტარები (0)