მივმართავთ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება მომხდართან დაკავშირებით და აღკვეთოს მსგავსი პრაქტიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნათელი ხდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისგან ტარდება შემწყნარებლური პოლიტიკა, რაც ასეთი ფაქტების პირდაპირი წახალისებაა, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული.
აღნიშნული განცხადებით ისინი ეხმაურებიან გავრცელებულ ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცველები აქციის მონაწილეს ფიზიკურად უსწორდებიან.
მათ ასევე მიმართეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, რომ ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება 2024 წლის 13 მაისის დილით მომხდარ ძალადობის ფაქტებზე.
ვრცელდება უმძიმესი კადრები, როგორ უსწორდებიან წრეში მოქცეულ ძირს დაგდებულ დაკავებულ ადამიანს სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები რიგრიგობით, მასზე ანგარიშსწორების, დამცირების, ღირსების შელახვის მიზნით.
წყარო:
tia.ge
კომენტარები (0)