» ჯანქი » „ჩემი მიზანი კი არ ყოფილა არჩევნების გაყალბების მცდელობა... მე ემოცია ვერ მოვთოკე“ - საკრებულოს წარმომადგენელი, რომელმაც საარჩევნო ყუთში დიდი რაოდენობით კონვერტები ჩაყარა

„ჩემი მიზანი კი არ ყოფილა არჩევნების გაყალბების მცდელობა... მე ემოცია ვერ მოვთოკე“ - საკრებულოს წარმომადგენელი, რომელმაც საარჩევნო ყუთში დიდი რაოდენობით კონვერტები ჩაყარა



„ჩემი მიზანი კი არ ყოფილა არჩევნების გაყალბების მცდელობა... მე ემოცია ვერ მოვთოკე“ - საკრებულოს წარმომადგენელი, რომელმაც საარჩევნო ყუთში დიდი რაოდენობით კონვერტები ჩაყარა
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, როვშან ისკანდაროვი სადახლოში, N69 უბანზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს.

ისკანდაროვი წერს, რომ ის ოპოზიციის დაგეგმილ პროვოკაციაში გაეხვა და ირწმუნება, რომ მისი მიზანი არჩევნების გაყალბება არ ყოფილა.
ისკანდაროვის პოსტს, რომელიც მან 27 ოქტომბერს გამოაქვეყნა  „რადიო მარნეული“ ავრცელებს. 

„მინდა სიცხადე შევიტანო და ნათელი მოვფინო ჩემს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და სიცრუის კამპანიას! ეს გახლავთ ცილისწამება,თითქოს მე არჩევნების გაყალბების მცდელობის მიზნით,საარჩევნო უბანზე,ვყრიდი ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში! რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები შეგნებულად ამახინჯებენ და კონტექსტიდან ამოგლეჯილ ვიდეომასალას ავრცელებენ.

ფაქტი კი იყო შემდეგი: როდესაც საარჩევნო უბანზე შევნიშნე ჩოჩქოლი და აყალ-მაყალი,მაშინვე შევედი შიგნით და ვცადე გავრკვეულიყავი სიტუაციაში და აღმოჩნდა,რომ ოპოზიციის წარმომადგენლები გაუგონარი სითავხედით არღვევდნენ საარჩევნო წესებს.

ისინი ეწეოდნენ აგიტაცია-პროპაგანდას საარჩევნო უბანზე და „ქართული ოცნების” პოტენციურ ამომრჩევლებს არ აძლევდნენ ბიულეტინის ყუთში მოთავსების საშუალებას და სწორედ ეს ბიულეტინები ეჭირათ მათ (ოპოზიციის წარმომადგენლებს) ხელში, რისი მოწმეც არა ერთი ადამიანია.

მე ემოცია ვერ მოვთოკე და აღშფოთებულმა გამოვართვი ხელიდან ბიულეტინები და მოვათავსე საარჩევნო ყუთში. ასე რომ ჩემი მიზანი კი არ ყოფილა არჩევნების გაყალბების მცდელობა, არამედ ეს იყო ოპოზიციის მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია.”
არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საარჩევნო ყუთში ერთდროულად ათეულობით საარჩევნო კონვერტი ჩაყარეს. როგორც კადრებში ჩანს, ბიულეტენები ყუთში სადახლოს გამგებელმა როვშან ისკანდაროვმა ჩაყარა.
მარნეულის #69 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში კონვერტების ჩაყრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 26 ოქტომბერს დაიწყო.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე (3) (არჩევნების გაყალბების) მუხლით.
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
ცესკოს ცნობით, მარნეულის 69-ე უბანზე მომხდარი შემთხვევის გამო, აღნიშნული უბნის მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი.

წყარო: ​tia.ge/​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+