» ჯანქი » ეროვნული ნაკრების ოთხი ფეხბურთელი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპში გამოჩნდა

ეროვნული ნაკრების ოთხი ფეხბურთელი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპში გამოჩნდა



ეროვნული ნაკრების ოთხი ფეხბურთელი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპში გამოჩნდა
„ქართულმა ოცნებამ“ დღეს, 21 ოქტომბერს საარჩევნო კლიპი წარადგინა, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები მონაწილეობენ.

ვიდეო რგოლში ჩანან სპორტსმენები – სანდრო ბაზაძე, ლაშა ბექაური, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი გველესიანი, ლუკა ლოჩოშვილი, ასევე, საქართველოს სარაგბო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მამუკა გორგოძე. კლიპში ასევე მონაწილეობას იღებენ – მომღერალი მარიამ შენგელია, „სუხიშვილების“ სოლისტი – ბაჩანა ჭანტურია.

ვიდეო რგოლში „ქართული ოცნების“ სიის მე-10 ნომერი – გენო პეტრიაშვილი და მე-7 ნომერი, ლაშა ტალახაძე.

„მთავარი რასაც ეხება ეს ვიდეო რგოლი, ეს არის ალბათ სიყვარული. სიყვარული ეს არის ის გრძნობა, რომელიც განსაკუთრებულად არის დამახასიათებელი ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, ვიღაცები აირან ვინც ცდილობს რაღაცნაირად სიძულვილი შემოიტანოს ჩვენ ქვეყანაში, თუმცა მთავარი რასაც უნდა გავუფრთხილდეთ ეს არის სწორედ სიყვარული“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა კლიპის პრეზენტაციაზე.

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+