ცნობილია 2206 საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საზოგადოებას 2206 საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემები გააცნო.
კერძოდ, ამ დროისთვის არსებული შედეგების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 52,99 პროცენტი აქვს (935 004 ხმა);
რაც შეეხება ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას, მათი მონაცემები ამ დროისთვის ჯამში 38.29 პროცენტს შეადგენს.
უფრო კონკრეტულად:
„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 11.2 % (197 619 ხმა).
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 9.83 პროცენტი ( 173 510 ხმა)
ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 9.2% (159 306 ხმა)
„გახარია საქართველოსთვის“ – 8.22 % (145 205 ხმა).
კომენტარები (0)