რა სიხშირით უნდა ჰქონდეს ცოლ-ქმარს სექსი - მეცნიერთა მოულოდნელი დასკვნა!
სულ ახლახანს კანადელი ფსიქოლოგების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაანგრია გავრცელებული მითი იმის შესახებ, რომ ცოლ-ქმარს რაც უფრო ხშირად აქვს სექსი მით მყარია მათი ურთიერთობა. კვლევის შედეგების თანახმად, ყველაზე ბედნიერი ოჯახური წყვილები სექსით კვირაში მხოლოდ ერთხელ კავდებიან - იუწყება ჟურნალი Independent.
კვლევის ფარგლებში, უკანასკნელი 30 წლის მანძილზე გამოიკითხა 33 ათასი ადამიანი. აღმოჩნდა, რომ თავისი სექსუალური ცხოვრებით ყველაზე მეტად კმაყოფილი არიან ისინი, ვისაც პარტნიორთან კვირაში ერთხელ აქვს სექსი.
მეცნიერთა აზრით, ოჯახური თანაცხოვრების დროს როცა ადამიანები სექსით ზემოაღნიშნულზე უფრო ხშირად კავდებიან, აქტისგან მიღებული სიამოვნება იკლებს.
ამასთან, ფსიქოლოგები ხაზს უსვამენ იმას, რომ მსგავს კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან რაც მეტად რეალისტურია სექსის მიმართ პარტნიორთა მოლოდინი, მით მეტ სიამოვნებას იღებენ.
კომენტარები (0)