» ჯანქი » ის რაც საბჭოთა დროს აშენებული კორპუსების შესახებ უნდა იცოდე! ცნობილი პროექტები: მოსკოვის, ყავლაშვილის და ჩეხური

ის რაც საბჭოთა დროს აშენებული კორპუსების შესახებ უნდა იცოდე! ცნობილი პროექტები: მოსკოვის, ყავლაშვილის და ჩეხური



ის რაც საბჭოთა დროს აშენებული კორპუსების შესახებ უნდა იცოდე! ცნობილი პროექტები: მოსკოვის, ყავლაშვილის და ჩეხური
1960-1980-იან წლებში თბილისის მასობრივი განაშენიანება მიმდინარეობდა. შეიქმნა ახალი საცხოვრებელი მასივები: საბურთალო, დიღმის მასივი, თემქა, გლდანი, ვარკეთილი და სხვა. საცხოვრებელი კორპუსები სტანდარტული სერიებით შენდებოდა როგორებიცაა: მოსკოვის, ჩეხური, ლვოვის, ყავლაშვილის და ა.შ. მოქალაქეების ნაწილში არსებობს გადაჭარბებული წარმოდგენები ამ შენობათა სიმტკიცის შესახებ. რეალურად კომუნისტური ეპოქის მასობრივი მშენებლობები სოციალური ხასიათის იყო და ითვალისწინებდა ადამაინების უდიდესი რაოდენეობის ბინით დაკმაყოფილებას. ყველაზე მეტი შენობა თბილისში 1971-1980 წლების პერიოდში აშენდა. 
მოსკოვის პროექტი

პროექტი მომზადდა 1966 წელს. ის 9 სართულიანია, როგორც წესი 2-დან 10 სექციამდე. პროექტი შედგება 1, 1.5, 2.5, 3.5 და 4.5 ოთახიანი ბინებისაგან. მასობრივად ჩაბარდა 1970-იან წლებში.
ჩეხური პროექტი


პროექტი 1969 წელს მომზადდა და 1970-იან წლებში აშენდა საბურთალოზე, გლდანში, თემქაზე, სანზონაში და ა.შ. შედგება 1, 2, 3 და 4 ოთახიანი ბინებისგან. ყველაზე დიდი ფართი 105 კვ.მ.
ყავლაშვილის პროექტი

შეიქმნა 1970-იანი წლების მეორე ნახევარში. წარმოადგენს კოშკურა ტიპის 16 სართულიან კორპუსებს. 1980-იან წლებში ჩაბარდა გლდანში, მუხიანში და ნუცუბიძის პლატოზე. სახელი დიდ ქართველ არქიტექტორს შოთა ყავლაშვილის უკავშირდება. 
დღეს საბჭოთა დროის შენობების დიდი ნაწილი ამორტიზებულია. ისინი თავის დროზე სწრაფად და უხარისხოდ შენდებოდა. ამის მიზეზი გამეფებული კორუფციაც იყო. 1990 წლამდე აშენებული შენობების უმეტესობა მოწყვლადია მიწისძვრების მიმართ და დიდი ალბათობით ვერ გაუძლებს 6.0 მაგნიტუდაძე მძლავრ მიწისძვრას.

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+