საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიოს თავი უკვე კარგად გააცნო და ბევრჯერ დაამტკიცა, რომ მისი სახელი და გვარი ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება.
ცხადია, გარდა კარიერული მიღწევებისა, ქართულ (და არა მხოლოდ) საზოგადოებას მისი პირადი და ოჯახი აინტერესებს. ნიცა თავაძეს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს, ხშირად, ხვიჩას მშობლების ინტერვიუებსაც ვეცნობით. ვიცით, რომ უმცროსი კვარაცხელია, თორნიკე, ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავია... თუმცა, ბევრი არაფერია ცნობილი ხვიჩას უფროს ძმაზე, ნიკაზე. ის იშვიათად ჩნდება ჟურნალისტებთან და არც სოციალურ ქსელშია საჯაროდ აქტიური.
ცოტა ხნის წინ, ნიკა Youtube ლიგაზე გამოჩნდა, სადაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ფეხბურთის სიყვარული და უნარები ძმებ კვარაცხელიებს გენეტიკურად გადაეცათ.
ახლახან, ის „sportშოუ-ს“ სტუმარი იყო, სადაც ძმის გარდა, საკუთარ თავზეც ისაუბრა.
„
საფეხბურთო მონაცემები მეც მქონდა, მაგრამ ბავშვობიდანვე ისეთი მონდომებული არ ვიყავი, როგორც, მაგალითად, ხვიჩა. რა მონაცემებიც მქონდა, იმის ხარჯზე, სადამდეც მოვახერხე, „გავქაჩე“, მერე თავი დავანებე. Youtube ლიგას რაც შეეხება, კარგად ვითამაშე, ძალიან კმაყოფილი ვარ. ცუდს ვერავინ იტყვის.5 თამაში ვითამაშე და ჩემი სტატისტიკა მაქვს: 5 თამაშში, პატარა მოედანზე, ჩემი გუნდის კარში 2 ჯარიმა და 2 პენალტი გაიტანეს. ერთი ჩვენს კარში გავიტანეთ და ასე გამოვვარდით (იცინის). გათამაშებიდან გოლი არ გაუტანიათ. სხვათა შორის, ერთ-ერთმა კომენტატორმა თქვა, ერთი რამ გავიგეთ, ხვიჩა კვარაცხელიაზე უკეთესი მცველი ნიკა კვარაცხელია ნამდვილად არისო“, - ამბობს ნიკა კვარაცხელია.
წამყვანის კითხვაზე, ფეხბურთში რა ასაკამდე უგებდა ძმას, მისი პასუხი ასეთია:
„ძირითადად, ერთად ვთამაშობდით. ჩემთან უნდოდა ხოლმე თამაში...“„ფიფაში“ ვერ ვუგებ, რასაც მოედანზე აკეთებს, იმაზე მაგარია „ფიფაში“, საოცრად თამაშობს. სხვათა შორის, ახლა ჩამოსული რომ იყო, პადელი ვითამაშეთ, მომიგო...“ - ამბობს ნიკა კვარაცხელია გადაცემაში.
წყარო:
primetime.ge
კომენტარები (0)