“მე და დედაჩემმა ქობულეთში გადავწყვიტეთ დასვენება, ბინა ძლივს ვიშოვეთ, მაგრამ ნეტა მხოლოდ ბინა ყოფილიყო… ერთი შავებში ჩაცმული ქალი აქირავებდა, უცნაურობა ის იყო რომ სამსართულიან სახლში მხოლოდ ჩვენ ვიყავით დამსვენებლები. ღამის 3-4 საათი იქნება როცა რაღ
სოციალურ ქსელშ გვერდი Imperator პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ :
დასვენება
ქობულეთში გადავწყვიტეთ მე და დედაჩემმა დასვენება. ჯერ ბინა ძლივს ვიშოვეთ, მაგრამ ნეტა მხოლოდ ბინა ყოფილიყო… ყველაფერი იმ საღამოდან დაიწყო.
მოკლედ, ბევრი ძებნის შემდეგ ერთ ბინას მივაგენით, რომელსაც ერთი შავებში ჩაცმული ქალი აქირავებდა. უცნაურობა ის იყო რომ სამ სართულიან სახლში მხოლოდ ჩვენ ვიყავით დამსვენებლები.
ღამის 3-4 საათი იქნებოდა, როცა რაღაცამ გამაღვიძა. სანამ შუქს ავანთებდი ის გაქრა. იგივე განმეორდა შემდეგ დღეებში. რამაც ძალიან შემაშინა და გადავწყვიტე მეზობლებისთვის მეკითხა. მათ მითხრეს რომ ამ ქალს გოგონა ტრაგიკულად დაეღუპა, ზღვაში დაეხრჩო და მას შემდეგ ამ სახლში უცნაურობები ხდება.
ამის შემდეგ გადავწყვიტეთ ბათუმში გადავსულიყავით, მაგრამ იქაც იგივე მეორდებოდა. ღამით ლანდი მაღვიძებდა და ვგრძნობდი როგორ მიყურებდა თვალებში. შუქის ანთებისას კი ქრებოდა.
ბოლოს თბილისშიც რომ იგივე განმეორდა, დედამ გადაწყვიტა მკითხავთან წავეყვანე.
მან გვითხრა ის, რაც მეზობლებმა, რომ გარდაცვლილი გოგონას სული არ მაძლევდა მოსვენებას. მას სურდა ჩემს სხეულში შემოსვლა რათა კვლავ სიცოცხლე ეგრძნო. როდესაც დედამ კითხა თუ როგორ უნდა მომეცილებინა, მან თქვა რომ უნდა დამეწერა ჩემი ისტორია ფურცელზე და გადამეცა სხვისთვის.
გადავწყვიტე დამეწერა ჩემი ისტორია, მაგრამ არა ფურცელზე არამედ ფეისბუქის კედელზე. ახლა შენ წაიკითხე ჩემი ისტორია და ამაღამ გოგონა შენს საწოლთან გამოჩნდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არ გააზიარებ ამ ამბავს…
შენიშვნა : ფოტო მითითებულია თემატურად
კომენტარები (0)