„დედა კარგადაა, ვილოცოთ ყველას გადარჩენისთვის“- ჩამონგრეული კორპუსის ერთ-ერთი ბინა ლაშა ღლონტს ეკუთვნოდა
ბათუმში, იმ კორპუსში, სადაც შენობა ჩამოინგრა, ერთ-ერთი ბინა მომღერალ ლაშა ღლონტს ეკუთვნოდა.
როგორც მომღერალი წერს, ბინაში დედამისი ცხოვრობდა.
„ბათუმში ჩამონგრეული კორპუსი ნამდვილად ჩემია, დიდი მადლობა ყველას თანაგრძნობისათვის! მაპატიეთ ვერ ვპასუხობ ყველა ზარს! დედა კარგადაა, ვილოცოთ ყველას გადარჩენისთვის,“ - წერს ლაშა ღლონტი სოციალურ ქსელში.
რამდენიმე საათის წინ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი საცხოვრებლის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. კორპუსში, რომელიც 3 სადარბაზოსგან შედგებოდა, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო. აღნიშნულ კორპუსში დაახლოებით 200-მდე მობინადრე ცხოვრობს.
კომენტარები (0)