ტელეწამყვანი და "ენმ"-ს წევრი ნანუკა ჟორჟოლიანი თვლის, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი, გია კვარაცხელია, შვილის პანაშვიდზე უნდა ჩამოვიდეს და ამის უფლება ხელისუფლებამ უნდა მისცეს.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:
"ბოლო წლების მანძილზე ამ ქვეყანაში რომ ქურდები შემოდიან და გადიან ბავშვმაც კი იცის. ლავას ოღლის ჩართულობა არჩევნებში, ბათუმურ გარჩევებში ბევრჯერ დადასტურდა.
ამ ფონზე, იმედია ხელისუფლება მამას (კანონიერ ქურდს) შვილის პანაშვიდზე და დაკრძალვაზე ჩამოსვლის უფლებას მისცემს. არ მგონია ამ ქვეყანაზე არსებობდეს ადამიანი, რომელიც ამ ამბავს გააპროტესტებს", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუკზე.
შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს "კრიმინალური ავტორიტეტის" შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ახალგაზრდა ბიჭი დღეს, 16 სექტემბერს გარდაიცვალა.
წყარო:
newposts.ge
კომენტარები (0)