თუ თქვენთვის ძალიან მოსაბეზრებელი იყო, როდესაც ბავშობაში მშობლები გაიძულებდნენ ოთახი დაგელაგებინათ, ადრე წასულიყავით დასაწოლად, ან - გსჯიდნენ ბილწსიტყვაობისთვის, ამ ყველაფერს, შესაძლოა, ძალიან სასიხარულო მიზეზი ჰქონოდა. "ინდეფენდენთის" ინფორმაციით, კვლევები აჩვენებს, რომ მოუწესრიგებლობა მაღალ ინტელექტს უკავშირდება.
ინტელექტუალები უფრო ხშირად ბილწსიტყვაობენხშირად გვესმის, რომ ადამიანებს, რომლებიც იგინებიან, „მწირი ლექსიკონი აქვთ“.თუმცა არსებობს კვლევა, რომელიც ამ თეორიას აცამტვერებს. შედეგის მიხედვით, ადამიანებმა, რომლებმაც 1 წუთის მანძილზე ყველაზე მეტი უწმაწური სიტყვის თქმა მოახერხეს, IQ ტესტებშიც უფრო მაღალი შედეგი აჩვენეს.
ინტელექტუალი ადამიანები გვიან იძინებენ და გვიან იღვიძებენგიყვართ ლოგინში გვიანობამდე ნებივრობა? ესეც, შესაძლოა, თქვენს ინტელექტზე მეტყველებდეს. სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ „ბუები“ ინტელექტუალურ ტესტებში უფრო მაღალ შედეგებს აჩვენებენ. ბარაკ ობამა, ჩარლზ დარვინი, უინსტონ ჩერჩილი, კიტ რიჩარდსი და ელვის პრესლი ღამით უფრო ნაყოფიერად მუშაობდნენ.
დასალაგებელი სამუშაო მაგიდათუ ბევრს იგინებით, გვიან იღვიძებთ და ამ ყველაფერთან ერთად - სამუშაო სივრცეც მუდმივად დასალაგებელი გაქვთ, თქვენთვის კარგი ამბავია.
მინესოტას უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, არეული და მოუწესრიგებელი სამუშაო მაგიდა სწორედ ინტელექტის მანიშნებელი შეიძლება იყოს. თუ მუდმივად არ ცდილობთ, ყველაფერი სუფთა და მოწესრიგებული იყოს გარშემო, ეს ნიშნავს, რომ გონება სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ფიქრით გაქვთ დაკავებული.
კომენტარები (0)