ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ ბრაზილიელი ედსონ ბარბოსას დამარცხების შემდეგ ბრძოლაში დივიზიონის ლიდერი მაქს ჰოლოვეი გამოიწვია. როგორც მან თქვა, მზადაა მასთან საბრძოლველად.
„დიდი პატივისცემა ჩემგან ედსონს და მის ოჯახს, შენ საოცარი სპორტსმენი ხარ. ეს ბრძოლა გამოწვევა იყო, მე პასუხისმგებელი ვარ ყველა ჩემს სიტყვაზე, მე სიტყვის კაცი ვარ და მზად ვარ, ეს პრაქტიკაში დავამტკიცო. უნდა ვიბრძოლო საუკეთესოებთან და ყველაზე ცნობილ მეტოქეებთან.
საერთოდ, ჩვენი დივიზიონის სათავეში დღეს ერთი ჰავაელია. მან იცის ჩემი სახელი, ვნახე ინტერვიუ, რომელშიც ჩემზე ჰკითხეს და „გიგა ქიქი“ მიწოდა, მაგრამ მინდა ვუთხრა, რომ მხოლოდ ეს არ ვარ, ოქტაგონზე ხალხის გამწარება შემიძლია. მაქს ჰოლოვეიზე ვსაუბრობ, ამ მონეტს დიდი ხანია ველოდი, სწორედ ამისთვის ვარ აქ“, - თქვა ჭიკაძემ.
შეგახსენებთ, გიგა ჭიკაძეს UFC-ში 7 ბრძოლა აქვს გამართული და შვიდივეში გამარჯვება მოიპოვა.
წყარო:
მსოფლიო სპორტი
კომენტარები (0)