» ჯანქი » წალენჯიხაში, კაცმა რომელმაც ემიგრანტი ცოლის მიერ გამოგზავნილი 17 000 ლარი დახარჯა, საკუთარი სახლის დაყაჩაღების ინსცენირება მოაწყო -“სისხლი რეალურად ქათმის აღმოჩნდა...“

წალენჯიხაში, კაცმა რომელმაც ემიგრანტი ცოლის მიერ გამოგზავნილი 17 000 ლარი დახარჯა, საკუთარი სახლის დაყაჩაღების ინსცენირება მოაწყო -“სისხლი რეალურად ქათმის აღმოჩნდა...“



წალენჯიხაში, კაცმა რომელმაც ემიგრანტი ცოლის მიერ გამოგზავნილი 17 000 ლარი დახარჯა, საკუთარი სახლის დაყაჩაღების ინსცენირება მოაწყო -“სისხლი რეალურად ქათმის აღმოჩნდა...“
ინსცენირებული დანაშაული სამეგრელოში - "დაზარალებული", რომელიც სამი დღის წინ ამბობდა, რომ მისი სახლი დააყაჩაღეს, თავად კი მძევლად აიყვანეს, ბრალდებულია. 

პოლიციამ წალენჯიხის სოფელ მედანში მომხდარი ფაქტი გახსნა - ცნობილი ხდება, რომ შუახნის პირმა, რომელიც ამბობდა, რომ ყაჩაღებმა მისი სახლიდან 17 ათასი ლარი წაიღეს, თანხა თავად სხვა მიზნებისთვის დახარჯა, ყაჩაღობის ინსცენირება კი სწორედ ამის გადასაფარად მოაწყო.

როგორც ირკვევა, გამომძიებლებმა ის ნივთები, რომლებზეც "დაზარალებული" ამბობდა, რომ მოპარეს - ტელეფონი, თოფი და ძვირფასი ძეწკვი და ჯვარი მის ნაკვეთში დამალული აღმოაჩინეს. ასევე, მის სახეზე არსებული სისხლი, რომელსაც ყაჩაღებისთვის წინააღმდეგობის გაწევით ხსნიდა, დნმ-ის ანალიზით ქათმის აღმოჩნდა.

50 წელს გადაცილებულმა პირმა დანაშაული თავად აღიარა. ცნობილია, რომ მან პოლიციის განყოფილებაში რამდენიმესაათიანი გამოკითხვისას გამოძიებას სხვადახვა ვერსია მოუყვა, რის შემდეგაც, თქვა, რომ მის მიერ ნათქვამი დეტალები ტყუილი იყო. 

ამ დროისთვის მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლი კოდექსის 370-ე მუხლითაა აღძრული და ის პატიმრობაში რჩება. 

თავდაპირველად, გამოძიება სსკ-ის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+