Демонстрационный сайт » ჯანქი » ძროხამ პატრონს თივაში დამალული 9 ათასი ლარი შეუჭამა - რა მოხდა მუხრანში?

ძროხამ პატრონს თივაში დამალული 9 ათასი ლარი შეუჭამა - რა მოხდა მუხრანში?

ძროხამ პატრონს თივაში დამალული 9 ათასი ლარი შეუჭამა - რა მოხდა მუხრანში?
საკმაოდ უცნაური ფაქტი მოხდა სოფელ მუხრანში.  ერთ-ერთი მცხოვრები ფულს, როგორც ამბობენ, 9 000 ლარს თივაში მალავდა. თივაში დამალული ფული ძროხამ შეჭამა, რის გამოც პატრონმა საქონელი დაკლა. ალბათ, მიხვდით, ძროხა იმისთვის დაკლეს, რომ ფული ამოეღოთ, თუმცა ამბის დასასრული უცნობია.

ამ ინფორმაციის გახმაურების შემდეგ სოციალურ ქსელში დიდი მითქმა-მოთქმა დაიწყო...

ზოგმა იცინა, ზოგმაც კი არასერიოზულად მიიღო. ზოგმა ისიც დაწერა, რომ კუჭის წვენი გადაამუშავებდა და ფულს მაინც ვერ ამოიღებდა, რისთვისაც ძროხა დაკლეს.
მიუხედავად სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ამბისა, ჯერჯერობით უცნობია, დაიბრუნა თუ არა მოქალაქემ ფული...




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+