Демонстрационный сайт » ჯანქი » ჭკვიანი ადამიანები მართვის მოწმობას პირველივე ცდაზე ვერ იღებენ – კვლევის შედეგები

ჭკვიანი ადამიანები მართვის მოწმობას პირველივე ცდაზე ვერ იღებენ – კვლევის შედეგები

ჭკვიანი ადამიანები მართვის მოწმობას პირველივე ცდაზე ვერ იღებენ – კვლევის შედეგები
ადამიანებს, ვისაც აკადემიური ხარისხი აქვს მოპოვებული  და მეტი კვალიფიკაცია აქვთ, მართვის მოწმობის აღება პირველივე ცდაზე არ გამოსდით. ამის შესახებ გამოცემა “ The Indepentent“ სადაზღვევო კომპანია Privilege DriveXpert-ის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კვლევამ, რომელიც დიდ ბრიტანეთში ჩატარდა, მართვის მოწმობის მქონე 1 500-ზე მეტი ადამიანი მოიცვა.

ირკვევა, რომ მათ, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს, მართვის მოწმობის ასაღებად მეტი ცდა დასჭირდათ. ხოლო იმ ადამიანებმა, ვისაც უმაღლესი განათლება არ აქვს და ასეთი, გამოკითხულთა უმრავლესობა აღმოჩნდა, მოწმობა პირველივე ცდაზე აიღეს.

კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ბაკალავრის ხარისხის მფლობელებს მართვის მოწმობის ასაღებად უფრო ნაკლები ძალისხმევა სჭირდებათ, ვიდრე მაგისტრებს.

გარდა ამისა, მათ ვისაც ტექნიკურ მეცნიერებებში აქვს ხარისხი მიღებული საშუალოდ უფრო ადვილად ახერხებენ მიზნის მიღწევას, ხოლო ჰუმანიტარული მეცნიერებების სპეციალისტებს მეტი მცდელობა სჭირდებათ.

წყარო: newsmakers.ge




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+