გორ მინასიანი სომეხი ძალოსანია, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე არ მონაწილეობდა.
მინასიანს ახალგაზრდული ჩემპიონატებიდან მოყოლებული დღემდე ოქროს მედალი საოცნებოდ აქვს, რადგან 8 წელია ლაშა ტალახაძის გამო ტურნირების 90 %-ს ვერცხლის მედლით ასრულებს.
ტალახაძემ ახლო წარსულში განაცხადა, რომ მას და მის გუნდს ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს მინასიანის გარდა :
“სიმართლე გითხრათ, გორ მინასიანი ცოტა უცნაური სპორტსმენია. ქართველ ძალოსნებს ყველასთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ამ ადამიანს წლებია ვერ გავუგე, რა უნდა… გამარჯობაც კი არ აქვს ნათქვამი ამ ხნის განმავლობაში."
კომენტარები (0)