» ჯანქი » ვინ არიან აბიტურიენტები, რომლებმაც წელს ყველა საგანში უმაღლესი შეფასება მიიღეს?

ვინ არიან აბიტურიენტები, რომლებმაც წელს ყველა საგანში უმაღლესი შეფასება მიიღეს?



ვინ არიან აბიტურიენტები, რომლებმაც წელს ყველა საგანში უმაღლესი შეფასება მიიღეს?
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა და აბიტურიენტებმა საგნების უმეტესობაში საკუთარი შეფასება უკვე გაიგეს. დღეს გაგაცნობთ რამდენიმე მომავალ სტუდენტს, რომლებმაც გამოცდებზე ყველა საგანში უმაღლესი შეფასება მიიღეს. ისინი მომავალ აბიტურიენტებს საკუთარ გამოცდილებას და რჩევებს უზიარებენ:

ლუკა ლიკლიკაძე 2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აბიტურიენტია. ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური 60 ქულიდან 59 აიღო, ინგლისურში - 70-დან 70, ხოლო მათემატიკაშიც - 51-დან 51 ქულა. ლუკა სწავლის გაგრძელებას კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის მიმართულებით აპირებს.

- ხშირად აბიტურიენტები მხოლოდ ბოლო წელს გადაწყვეტენ სხვადასხვა საგნის საფუძვლიანად შესწავლას, რაც ვფიქრობ, უმაღლესი შედეგის მიღწევას ართულებს. ეტაპობრივად ვსწავლობდი ყველა საგანს, პროგრამას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებოდი და შრომისმოყვარეობამ სასურველი შედეგი გამოიღო. მათემატიკაში უმაღლესი ქულის მიღებაში, გარდა ფაქტობრივი ცოდნისა, დეტალებზე ყურადღების გამახვილება დამეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საკითხი უკვე ვიცოდი, გამეორებას, პერიოდულად გახსენებას დროს ვუთმობდი. წიგნების კითხვა ძალიან მიყვარს. სხვადასხვა უცხოური ნაწარმოების გახსენება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისთვის დამეხმარა. მოგეხსენებათ, 21-ე საუკუნეში ინგლისური თითქმის ყოველდღე გვესმის და ენის საფუძვლიანად სწავლაში ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. მომავალ აბიტურიენტებს მინდა ვუთხრა, ეტაპობრივად მიჰყევით მასალის ათვისებას, იშრომეთ და ეს შრომა აუცილებლად დაფასდება. მინდა, ჩემს მასწავლებლებს მადლობა გადავუხადო, ამ შედეგის მიღწევაში მათ დიდი როლი აქვთ. განსაკუთრებული მადლობა კი მინდა, დედაჩემს გადავუხადო. ამ წლების განმავლობაში, ყველაფერში მხარს მიჭერდა, მამხნევებდა და მოტივაციას მაძლევდა. კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის მიმართულებით ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას და ჩემი სამომავლო გეგმებიც სწორედ ამ სფეროს უკავშირდება.

მარიამ მებუკე თავისუფალ უნივერსიტეტში მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებას. ისტორიაში 58 ქულა აიღო, ქართულში უმაღლესი, 60 ქულა აქვს, ინგლისურში კი - 70-დან 69. ქუთაისის

აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა და აღნიშნავს, რომ მიზნისკენ სწრაფვას ყოველთვის მოაქვს შედეგი:
- პირველ რიგში, შრომა და დასახული მიზნისკენ სწრაფვა აუცილებელია. წლების განმავლობაში, კონკრეტულ უნივერსიტეტში, კონკრეტულ პროგრამაზე მოხვედრის სურვილით ვმეცადინეობდი და ეს ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია იყო. განსაკუთრებული როლი აქვს ჩემს მასწავლებელს. სწორ დროს შერჩეულ ადამიანს, ამ შემთხვევაშიც და ზოგადად, ცხოვრებაშიც, დიდი მნიშვნელობა აქვს. იხილეთ სრულად

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+