Демонстрационный сайт » კალათბურთი » ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ “ბეტისში” გააგრძელებს

ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ “ბეტისში” გააგრძელებს

ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ “ბეტისში” გააგრძელებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ბექა ბურჯანაძე კარიერას სევილიის “ბეტისში” გააგრძელებს. 

ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ეს გუნდი ახალი სეზონისთვის სერიოზულად ძლიერდება, გამოცდილმა მწვრთნელმა ხოან პლაზამ ბექას გარდა ლატვიის ნაკრების უკანახაზელი დაირის ბერტანსიც დაიმატა.

ბექასთვის სევილია უცხო ქალაქი არ არის – 27 წლის კალათბურთელი სევილიის „კახასოლში“ 15 წლის ასაკში ჩაირიცხა, სადაც საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ტაირონ ელისი დახვდა.

მას მერე ბურჯანაძემ ითამაშა „ლა კორუნიაში“, „ანდორაში“, „გიპუსკოასა“ და „გრან კანარიაში“. ესპანეთში საუკეთესო სეზონი 2018-19 წლებში ჰქონდა, როდესაც 32 მატჩში საშუალოდ 11.7 ქულასა და 5.7 მოხსნას აგროვებდა.




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+