» ჯანქი » "ავტობუსში ჩემს წინ ორი მოზარდი იჯდა, თითქმის 20 წუთი ვაკვირდებოდი მათ საქციელს; შოკირებული ვარ, ნუთუ ასეთი რამ ნორმალურია"

"ავტობუსში ჩემს წინ ორი მოზარდი იჯდა, თითქმის 20 წუთი ვაკვირდებოდი მათ საქციელს; შოკირებული ვარ, ნუთუ ასეთი რამ ნორმალურია"



"ავტობუსში ჩემს წინ ორი მოზარდი იჯდა, თითქმის 20 წუთი ვაკვირდებოდი მათ საქციელს; შოკირებული ვარ, ნუთუ ასეთი რამ ნორმალურია"
ისეთი აღშფოთებული ვარ, გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა. მართალია, ამით არაფერი ეშველება იმ პრობლემას, რაზეც მე უნდა გაიმბოთ, მაგრამ, მაინც გწერთ.
ამას წინათ ავტობუსით მივემგზავრებოდი თავისუფლების მოედნისკენ. ძალიან ცოტა მგზავრი იყო და, ალბათ, ამიტომ, ძალაუნებურად ყურადღება მივაქციე ჩემ წინ მჯდომ ორ მოზარდს.

ერთს გრძელი და ხვეული თმა ჰქონდა და ჩაცმულობით და ყველა სხვა მონაცემით გოგონა იყო, მეორე, მოკლედ შეჭრილი თმით, ჯინსით, უჯრედებიანი პერანგითა და ბოტასებით (ასევე – აღნაგობითაც) – ბიჭს ჰგავდა.

თითქმის ოცი წუთი ვიმგზავრეთ ერთი ავტობუსით და, მთელი ამ ხნის განმავლობაში ის გრძელთმიანი მთელი ტანით ეკვროდა მოკლეთმიანს, სახეზე და ყელში ჰკოცნიდა, ლოყას ლოყაზე უხახუნებდა, თან ხელი ჰქონდა მის წელზე მოხვეული და მთელ სხეულზე უსვამდა, მოკლეთმიანი კი ნაკლებად იჩენდა აქტიურობას.

შორიდან ისე ჩანდა, რომ ბიჭს გოგო არ უნდოდა, ის კი ეძალებოდა. ჯერ თავად მათმა საქციელმა ამიშალა ნერვები – 16-17 წლის ლაწირაკები ამდენი ხალხის წინაშე ასე მოქცევას როგორ ბედავენ-მეთქი (კადრებაზე აღარ იყო ლაპარაკი), მერე იმ გრძელთმიანზე გავბრაზდი – ხომ ხედავს, ბიჭი არაფრად აგდებს, რას ეტმასნება, თავმოყვარეობა სულ გამოელია-მეთქი?!

მოკლედ, წნევამ ამიწია, ისე გავნერვიულდი. მე თვითონ მაგათი ტოლი შვილიშვილები მყავს – გოგონები და, ჩემდა უნებურად, ისინი რომ წარმოვიდგინე, მთლად გადავირიე.
მოკლედ, ამ დღეში რომ ვარ, ავტობუსი რუსთაველზე გაჩერდა, წამოდგნენ ეს ჩემი გვრიტები და ჩავიდნენ.

რატომღაც ძალიან დავინტერესდი იმ მოკლეთმიანის გარეგნობით – ნეტავი, როგორი სახე აქვს-მეთქი და, რომ ჩავიდნენ, ფანჯრიდან დაკვირვებით გავხედე.
არ ვიცი, ჩემი მზერა იგრძნო თუ მანამდეც ხვდებოდა, თვალს რომ ვადევნებდი, მთელი ტანით მობრუნდა ავტობუსისკენ და პირდაპირ თვალებში შემომხედა.მეც შევხედე და კინაღამ თვალთ დამიბნელდა: ჩემ წინ ულამაზესი გოგონა იდგა, ყველა ქალური ღირსებით დამშვენებული.
 
კომენტარს არ გავაკეთებ, თქვენთვის მომინდია. სახლში რომ მივედი, ხუთნაირი წამალი დავლიე და გონზე მაინც ვერ მოვედი. მაშინ, ჩემკენ რომ მობრუნდა მთელი ტანით და თვალებში შემხედა, ერთი ეჭვი ამეკვიატა და დღემდე არ მშორდება.

ასე მგონია, ის გოგონა მიხვდა, რაზეც ვფიქრობდი და ნიშნი მომიგო: შენ ბიჭი გეგონე, მე კი გოგო ვარ და, მაინც ისე მოვიქცევი, როგორც მომინდებაო.
იქნებ, ვინმემ იცოდეს, რა ხდება ჩვენს თავს.
წყარო: ​inew.ge​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+