რუსეთის მთავარმა მეძავმა კარიერა დაასრულა!
პოპულარული ბლოგერმა, ალისა მუსტანგმა ექვსი წლის განმავლობაში "გაანათლა" თითქმის 200 ათას გამომწერი, ესაუბრებოდა სექსზე და ეხმარება მათ. გოგონა მუშაობდა კურტიზანად და უზიარებდა საკუთარ გამოცდილებას იმათ, ვისაც უნდოდა ამ პროფესიის ნიუანსები აეთვისებინა და ასევე ყიდდა კურსებს. მაგრამ ალისას ყველა გულშემატკივარი იმედგაცრუებული დარჩა - მან განაცხადა, რომ პროფესიას ტოვებს, რადგან იპოვა სიყვარული და დაქორწინებასაც აპირებს.
-არ მჯეროდა, რომ გამოჩდნებოდა მამაკაცი, რომელსაც შეეძლო ჩემი გულის მოგება და საკუთარი განზრახვების სერიოზულად დამტკიცება. კირილემ გამომათრია ალკოჰოლით და რაღაც ნივთიერებით გაჟღენთილი დაუსრულებელი წვეულებების ორომტრიალიდან; მანუგეშა და მოტოვირებულად გამამახნევა. ის ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, ცდილობდა ჩემს გულის მონადირებას, მიუხედავად იმისა, რომ მას არა ერთხელ ვუთხარი უარი-განაცხადა ალისამ.
ბლოგერი ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ მუსტანგი არავის ემორჩილება, რადგან ის ძლიერი და თავისუფალია. მაგრამ ახლა გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც შეძლო ალისას გულის მოგება.
გოგონამ კირილი დაახლოებით ორი წლის წინ გაიცნო და მალევე შეიყვარა. კაცმა მას მუდმივი ურთიერთობა შესთავაზა, მაგრამ ამაყი კურტიზანი უარზე იყო. იგი არ აპირებდა საქმიანობის მიტოვებას მანამადე, სანამ საკუთარ თავს და დედას ფინანსურად არ უზრუნველყოფდა.
ირილმა ალისას იპოთეკა გადაუხადა (ზოგიერთი წყაროს თანახმად, მოსკოვში), გოგონას დედას სახლი აუშენა, მას კი წითელ პორშე დაჰპირდა. მან პირობა დადო, რომ ყოველთვის იზრუნებს და უზრუნველყოფს ალისას.
მამაკაცი ახლა ცოლთან განქორწინებას აპირებს და სახლს ცოლ-შვილს უტოვებს.
ამჟამად ყოფილი ელიტური მეძავი ახალ სამზარეულოში ტრიალებს, კირილს საყვარელ კერძებს უმზადებს და რომანტიკულ საღამოებს უწყობს.
მეძავად მუშაობა გოგონასთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო - მან იმ თარიღის ტატუც კი გაიკეთა, როდესაც სექს-მუშაკად მისი დებიუტი შედგა.
ახლა ალისა აპირებს პენსიაზე გასვლას და გამომწერებს აწი მხოლოდ იმ სექსუალური პრაქტიკის შესახებ შეუძლია მოუყვეს, რომელიც წარსულში ჰქონდა.
კომენტარები (0)