Демонстрационный сайт » ჯანქი » „რამდენიმე თვის პატარძალი ვიყავი, როდესაც მამამთილმა თავისი ძმაკაცები მოიყვანა.. ქეიფი ცოტა ხნის დაწყებული იყო, როდესაც მამამთილმა დამიძახა და მეგობრებს უთხრა: ახლა ჩემი რძლის მკერდის სადღეგრძელო უნდა დავლიოო..“

„რამდენიმე თვის პატარძალი ვიყავი, როდესაც მამამთილმა თავისი ძმაკაცები მოიყვანა.. ქეიფი ცოტა ხნის დაწყებული იყო, როდესაც მამამთილმა დამიძახა და მეგობრებს უთხრა: ახლა ჩემი რძლის მკერდის სადღეგრძელო უნდა დავლიოო..“

„რამდენიმე თვის პატარძალი ვიყავი, როდესაც მამამთილმა თავისი ძმაკაცები მოიყვანა.. ქეიფი ცოტა ხნის დაწყებული იყო, როდესაც მამამთილმა დამიძახა და მეგობრებს უთხრა: ახლა ჩემი რძლის მკერდის სადღეგრძელო უნდა დავლიოო..“
ძლივს ჩამოვედი ტაქსით, თან მთელი გზა ვტიროდი თქვენთან ხშირად წერენ დედამთილ-მამამთილთან არსებულ პრობლემებზე. ზოგი რძალსაც ამტყუნებს და ალბათ ბევრს დაუჯერებლად ეჩვენება. ყველამ ჩაიხედოს საკუთარ გულში და ოჯახში რა ხდება და მერე ისე აკრიტიკოს სხვები და ზღაპრები ეძახოს.

პირადად მე სწორედ მამამთილის გამო დამენგრა ოჯახი. ხუთი წლის წინ თბილისელი გოგონა კახეთის, ერთ-ერთ რაიონში გავთხოვდი. ალბათ იქ ვინც წაიკითხავს ბევრს ეცნობა ჩემი ამბავი. გოგა ჩემი კურსელის ბიძაშვილი იყო და მის დაბადების დღეზე გავიცანი. ჩემი ნებით გავყევი.

თანახმა ვიყავი სოფელში ცხოვრებაზე, მეგობრების დაცინვას, რომ დილა-საღამოს ძროხის წველის მეტი საქმე არ მექნებოდა, ყურადღებას არ ვაქცევდი. მშობლები ძალიან გაბრაზდნენ და დიდხანს არ ჩამომაკითხეს. დედამთილი ბაზარში პროდუქტებით ვაჭრობდა და დილას რომ გადიოდა, შინ გვიან ღამეს ბრუნდებოდა. გოგაც სულ გასული იყო, მეზობლის ბიჭებთან ერთად დიდი მანქანით ტყეში შეშაზე დადიოდა და შემდეგ ყიდდნენ. მამამთილი კი ნამდვილი ნაძირალა დამხვდა. სახეზე მაშინვე შევატყვე, რომ კარგი ადამიანი არ იქნებოდა. სულ სვამდა და თითქმის ყოველდღე მოჰყავდა თავისი ლოთი ძმაკაცები. მეზობლებს ჭირივით ეზიზღებოდათ, საშინელ მეტსახელს ეძახდნენ. მაშინ სამი თვის პატარძალი ვიყავი, როდესაც ბატონმა თავისი ძმაკაცები მოიყვანა. გოგა ტყეში იყო წასული. დედამთილი, ბაზარში. ტრადიციულად სუფრა გავუმზადე და ჩემს ოთახში შევედი. დაახლოებით ერთ საათში დამიძახა. საშინლად დამთვრალიყო და მეგობრებს უთხრა, ახლა ჩემი რძლის მკერდის სადღეგრძელო უნდა დავლიოო. დიდი მკერდი მაქვს, ხშირად მეუბნებოდნენ, სხვა თუ არაფერი, მკერდი მაინც გაგათხოვებსო. ეტყობა, მამამთილის ბინძურ თვალებს ეს არ გამოეპარა. ჩანთა ჩავალაგე და იმ დღესვე თბილისში დავბრუნდი. ძლივს ჩამოვედი ტაქსით, თან მთელი გზა ვტიროდი. გოგა მთელი ღამე მირეკავდა, მაგრამ არ ვპასუხობდი. მეორე დღეს მეზობელს უთქვამს რაც მოხდა და მამა-შვილს ერთმანეთი უცემია. ამ ამბის შემდეგ უკვე ყოფილი ქმარი სამჯერ ჩამოვიდა თბილისში, მაგრამ არ შევხვდი. იქით გახედვაც აღარ მინდა. გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.. ყურადღება: ფოტო პირობითია ჟურნალი “რეიტინგი”

წყარო :




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+