19 წლის "ტიკტოკერმა", ჯუზეპე დ’ანამ განაცხადა, რომ 76 წლის მილიარდერ შეყვარებულზე, მალიან გატაზე სინამდვილეში არ დანიშნულა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ჯუზეპე დ’ანამ აღიარა, რომ აღნიშნული სასიყვარულო ისტორია მოიტყუა, რათა "ტიკ-ტოკზე" პოპულარობა მოეპოვებინა. ნისი განმარტებით, სინამდვილეში, ფოტოებში ბებიამისი ჩანს.
ახალგაზრდამ მანამდე "ინსტაგრამის" 80 000 გამომწერი გააოცა, როდესაც განაცხადა, რომ ბავშვს ელოდა მასზე ბევრად უფროსი ქალისგან. ეს ინფორმაციაც, საბოლოო ჯამში, მორიგი სიცრუე აღმოჩნდა.
"მთელი ურთიერთობა ტყუილია. უბრალოდ, ინტერნეტში პოპულარობის მოპოვება მინდოდა. ის ბებიაჩემია", - განაცხადა იტალიელმა თინეიჯერმა საინფორმაციო სააგენტო JamPress-სთან.
წყარო:
tia.ge
კომენტარები (0)