» ჯანქი » “ჩემთვის პირველი ღამე იყო რთული, თავი ქალიშვილი მეგონა”-განაცხადა 80 წლის ასაკში მეორედ გათხოვილმა ბებომ

“ჩემთვის პირველი ღამე იყო რთული, თავი ქალიშვილი მეგონა”-განაცხადა 80 წლის ასაკში მეორედ გათხოვილმა ბებომ



“ჩემთვის პირველი ღამე იყო რთული, თავი ქალიშვილი მეგონა”-განაცხადა 80 წლის ასაკში მეორედ გათხოვილმა ბებომ
ინტერნეტში რას არ ნახავ ადამიანი. ეს წყვილი 80 წლის ინგლისელი მოხუცი აირის ჯონსი და მისი ქმარი 35 წლის ეგვიპტელი მოჰამედ აჰმედ იბრაჰიმიაწყვილმა ერთმანეთი ფეისბუქით გაიცნო 2019 წელს, გააჩაღეს მიმოწერა, რომელიც მალე რომანში გადაიზარდა, მალე კი ინგლისელი ბებო ქაიროში გაემგზავრა შეყვარებულთან შესახვედრად. წყვილი ეგვიპტეში დაქორწინდა მას შემდეგ რაც აირისმა ისლამი მიიღო.

წყვილით ისე დაინტერესდა მედია ტელეშოუში “This Morning”-ში მიიწვიეს.

წყვილის თქმით მათი ურთიერთობა საოცნებოა სხვა წყვილებისთვის. წყვილს არც მათი სექსუალური ურთიერთობების “პერიპეტიების” მოყოლა დავიწყებია.
მოჰამედის თქმით პირველ ღამეს სექსუალური კავშირისათვის საჭირო საცხის მთელი რაოდენობა დახარჯეს, აირისის თქმით კი მისთვის პირველი ღამე ძალიან რთული იყო. “ძალიან გამიჭირდა, თავი ქალიშვილი მეგონა, ბოლოს 35 წლის წინ მქონდა ბოლოს სექსი. მეორე დღეს ვერ ავდექი, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მთელი დღე ცხენი მეჭენებინა”-განაცხადა 80 წლის აირისმა.

ახალგაზრდა მამაკაცის თქმით მას არც ინგლისის მოქალაქეობა აინტერესებს და არს აირისის ფული, “მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ მყავს ცოლად საყვარელი ქალი, რომელთანაც იდეალურად ვგრძნობ თავს. მე ვმუშაობ და მადლობა ალაჰს მაქვს საკუთარი დანაზოგიც”. არაბი ახალგაზრდა ამტკიცებს, რომ მათი ქორწინება მხოლოდ სიყვარულის შედეგია და არა რამე გარიგების შედეგი.

მოჰამედის დედა 20 წლით უმცროსია რძალზე, თუმცა ამას მოჰამედისათვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.

სანამ აირისი ქაიროში ჩაფრინდებოდა მოჰამედი შედუღების ოპერატორად მუშაობდა, მან მიატოვა სამსახური რათა მომავალ ცოლთან მეტი დრო გაეტარებინა.
მოჰამედი დედასთან, 3 უმცროს დასთან და ასევე უმცროს ძმასთან ერთად ცხოვრობს 3 ოთახიან ბინაში.

მის ცოლს კი სომერსეტის საგრაფოში საკუთარი სახლი აქვს ვერანდით და ყოველთვიურად იღებს პენსიას 200 ფუნტი სტერლინგის მოცულობით.
აირისისთვის ეს მეორე ქორწინებაა, ის პირველ ქმარს 40 წლის წინ გაშორდა, რადგან მისმა ქმარმა არ ისურვა ეცხოვრა ცოლთან, რომელიც ავარიის გამო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი გახდა.

წყარო: ​bbcnews.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+