ადვოკატი, არჩილ ნიჟარაძე სოციალურ ქსელში ქუთაისში მომხდარ ფაქტზე წერს. მისი ინფორმაციით, მთვრალმა მამაკაცმა საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიტაცა.
"მოკლედ, ვინ არ დამიცვია კაცო, ქურდები, ყაჩაღები, მკვლელები, თაღლითები, მძარცველები და აშ. მაგრამ ამ წუთებში რა საქმეშიც მომიწია ჩართვა, არათუ არ მქონია, ასეთი რამ არც კი გამიგია.
ესე იგი, ტიპი დათვრა და დიდი ავტობუსი გაიტაცა თავის მგზავრებიანად, არა არ მოგესმათ, ხო დიდი საზოგადოებრივი ავტობუსი თავის მგზავრებიანად.
ეხლა პოლიციის განყოფილებაში ვარ და ბრალს უყენებენ მძარცველიაო.
მძარცველი კი არა, მთვრალია, მთვრალიი", - წერს ნიჟარაძე.
წყარო:
tia.ge
კომენტარები (0)