» ჯანქი » ქმარმა პატარძალს საქორწილო ტორტში თავი ჩააყოფინა - ისინი ცერემონიის მეორე დღეს განქორწინდნენ

ქმარმა პატარძალს საქორწილო ტორტში თავი ჩააყოფინა - ისინი ცერემონიის მეორე დღეს განქორწინდნენ



ქმარმა პატარძალს საქორწილო ტორტში თავი ჩააყოფინა - ისინი ცერემონიის მეორე დღეს განქორწინდნენ
ქორწილიდან მეორე დღეს წყვილი განქორწინდა და ამის მიზეზი საკმაოდ გავრცელებული ქმედებაა, რომელიც ალბათ სიამოვნების განცდას არც მსხვერპლსა და არც მაყურებელში არ ტოვებს.

დაბადების დღეებსა და ქორწილებში ტორტებით გუნდაობა საკმაოდ გავრცელებული მეთოდია და ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ „რაღაცნაირიც“.
თუმცა, არსებობს ამ მეთოდის უფრო სასტიკი ვერსიაც, როცა ნეფეს ან პატარძალს საქორწილო ტორტში აყოფინებენ თავს, ალბათ ამ დროს თავმოყვარეობის ტკივილი ათბალიანი სისტემით რომ შეფასდეს ათი პლიუსით დაიწერება, თუმცა მსხვერპლი რჩება ტორტის ნიღბით, გაოგნებული ღიმილითა და განრისხებული შინაგანი სამყაროთი.

მოვლენების განვითარების შემდგომი ეტაპი იმაზეა დამოკიდებული მრისხანებას გაოგნებული ღიმილი რამდენად მალე შთანთქავს და რამდენად ძლიერია სიყვარული, რომ ეს შეურაცხყოფა აიტანო!

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავარგრძელოთ როგორც აღმოჩნდა ინგლისელი წყვილისთვის სიყვარულმა მეორე ხარისხოვნება შეიძინა მას შემდეგ, რაც სიძემ პატარძალი ტორტში სახით აბანავა.

პატარძალმა ქორწილამდე მხოლოდ ერთი პირობა წამოაყენა, მისი სახე ტორტში არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღმოჩენილიყო. ამას განმარტებაც მოაყოლა - წარსულში მომხდარი ავტოკატასტროფის გამო კლაუსტროფობია დაემართა და მას შემდეგ პანიკური შიში ეწყება როცა უჰაერობას გრძნობს.

როგორც აღმოჩნდა სიძემ მისი რჩეულის თხოვნის იგნორირება გადაწყვიტა და შედეგად ერთდღიანი ოჯახი შერჩა ხელში. პატარძლის სახე ტორტში აღმოჩნდა, ის იმდენად განრისხდა, რომ საკუთარი ქორწილიდან წავიდა, მეორე დღეს კი შეურაცხყოფილმა ცოლმა განქორწინება მოითხოვა. 

წყაროnewpost.ge

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+