Демонстрационный сайт » ფეხბურთი » THE ATHLETIC: შოთა არველაძე ინგლისურ გუნდს მომავალ კვირაში ჩაიბარებს

THE ATHLETIC: შოთა არველაძე ინგლისურ გუნდს მომავალ კვირაში ჩაიბარებს

THE ATHLETIC: შოთა არველაძე ინგლისურ გუნდს მომავალ კვირაში ჩაიბარებს
ბრიტანული გამოცემა The Athletic წერს, რომ შოთა არველაძე ჩემპიონშიფში მოასპარეზე ჰალ სიტის მომავალ კვირაში ჩაიბარებს.

წყაროს ინფორმაციით, თურქ ტელემაგნატ აჯუნ ილიჯალის კლუბი ოფიციალურად გუშინ, 19 იანვარს გადაეცა. გუნდმა ახალ მფლობელს მისვლა ლიგის ერთ-ერთი ლიდერის, ბლექბერნის საკუთარ მოედანზე დამარცხებით (2:0) მიულოცა.

მიუხედავად ამ გამარჯვებისა, 'ატლეტიკის' ცნობით, ჰალის ამჟამინდელი დამრიგებელი გრენტ მაკანი პოზიციას მხოლოდ მომდევნო მატჩამდე შეინარჩუნებს. ჰალი 22 იანვარს გასვლაზე ბორნმუთს შეხვდება, შემდეგი თამაში კი 29 იანვარს ელის. 'ატლეტიკი' წერს, რომ სუონსისთან გუნდს უკვე ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება და უდიდესი ალბათობით, ეს შოთა არველაძე იქნება.

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ჰალი სიტის სავარაუდო მწვრთნელთა სიაში რამდენიმე კანდიდატია, თუმცა ქართველი სპეციალისტი ფავორიტი და ერთადერთი რეალური კანდიდატია.






კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+