The Times-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები, კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიციას იკავებენ. როგორც ცნობილია, დიდი ხანია, მოთამაშეთა 50% კორონავირუსის ვაქცინის გაკეთების წინააღმდეგია.
ოლე გუნარ სულშერმა ჯერ კიდევ აგვისტოში დაადასტურა, რომ თავად ვაქცინირებული იყო, თუმცა კლუბი ფეხბურთელების დარწმუნებას ცდილობდა. მას შემდეგ დიდი პერიოდი გავიდა, თუმცა, ჯერჯერობით, მცდელობების შედეგი არ ჩანს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თუ "წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგის რეგულაციებს არ დაიცავენ, მათ გარკვეული სახის პრობლემები შეექმნებათ.
ინგლისის ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბთა შორის, 100%-ით ვაქცინირებულ შემადგენლობასთან ახლოს "ლივერპული" და "ლიდსი" არიან.
წყარო:
silksport.ge
კომენტარები (0)