„ევერტონის“ ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი კარიერას ყატარში გააგრძელებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
წყაროს ცნობით, ყატარულმა „ალ-რაიანმა“ უკვე შეათანხმა ინგლისურ კლუბთან კოლუმბიელი ვარსკვლავის გადასვლის საკითხი და ამ ამბავს ოფიციალურად უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ხამესი ახლოს იყო „ისტანბულ ბაშაკშეჰირში“ გადასვლასთან, მაგრამ შემდეგ თურქეთში თამაში იუარა.
„ევერტონის“ ბანაკში ის 11 სექტემბერს დაბრუნდა და მიმდინარე სეზონში არ უთამაშია.
წყარო:
მსოფლიო სპორტი
კომენტარები (0)