» ფეხბურთი » "4 საათია აქ ვდგავარ, ხვალ მაქვს პირველი ეროვნული გამოცდა დილის 8 საათზე, მაგრამ ეს ბიჭები რომ არ მენახა ასეთი ისტორიული მატჩების მერე, არ შემეძლო" - გულშემატკივარი

"4 საათია აქ ვდგავარ, ხვალ მაქვს პირველი ეროვნული გამოცდა დილის 8 საათზე, მაგრამ ეს ბიჭები რომ არ მენახა ასეთი ისტორიული მატჩების მერე, არ შემეძლო" - გულშემატკივარი



"4 საათია აქ ვდგავარ, ხვალ მაქვს პირველი ეროვნული გამოცდა დილის 8 საათზე, მაგრამ ეს ბიჭები რომ არ მენახა ასეთი ისტორიული მატჩების მერე, არ შემეძლო" - გულშემატკივარი
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა - გულშემატკივრებმა ნაკრების ბიჭებს თბილისის აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ასობით ადამიანი ნაკრების ბიჭებს ელოდება.

"დილის 5 საათზე გავიღვიძეთ მე და ჩემმა მეგობრებმა და წამოვედით. 4 საათია აქ ვდგავარ, ხვალ მაქვს პირველი ეროვნული გამოცდა დილის 8 საათზე, მაგრამ ეს ბიჭები რომ არ მენახა ასეთი ისტორიული მატჩების მერე არ შემეძლო. ერთი სული მაქვს როდის ჩამოვლენ და უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ბიჭებს," - ამბობს ერთ-ერთი გულშემატკივარი.

ეროვნული ნაკრების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებითმ საზეიმო ღონისძიებები დაიგეგმა საღამოს 21:30 საათიდან. ფეხბურთის ნაკრები ღია ავტობუსით მიხეილ მესხის სტადიონიდან მსვლელობით თავისუფლების მოედანზე მივა. ავტობუსი იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირის გავლით. 


წყარო: ​tia.ge​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+