» esport » "ომიკრონის დროს ყელის ტკივილის სამკურნალოდ ეს მარტივი მეთოდი ყველაზე კარგი საშუალებაა" - გიორგი გონიაშვილი

"ომიკრონის დროს ყელის ტკივილის სამკურნალოდ ეს მარტივი მეთოდი ყველაზე კარგი საშუალებაა" - გიორგი გონიაშვილი



"ომიკრონის დროს ყელის ტკივილის სამკურნალოდ ეს მარტივი მეთოდი ყველაზე კარგი საშუალებაა" - გიორგი გონიაშვილი
ოტორინოლარინგოლოგმა გიორგი გოგნიაშვილმა ვრცლად ისაუბრა ომიკრონისთვის დამახასიათებელ ისეთ სიმპტომზე, როგორიცაა ყელის ტკივილი. მისი თქმით, მისი სახლში მკურნალობაც სავსებით შესაძლებელია:

„ყელის ტკივილი ომიკრონის დროს არის ძალიან თვალშისაცემი. ყველა პაციენტი, ვინც მირეკავს ვირუსით, პირველს, რასაც აღნიშნავს, ეს არის საშინელი ყელის ტკივილი ცალ მხარეს. გეგონება, დენს მირტყამენო, თავისკენ გადაცემით. ეს, როგორც წესი, 1-2 დღე გრძელდება. ასეთ პაციენტებს ჯერ ვურჩიოთ, რომ დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ. არანაირი მოხრჩობა ამით არ იქნება.

ხანდახან სახლის პირობებში რაღაცების განხორციელების მომხრე ვარ, თუ ეს არ ავნებს პაციენტს. თუ პაციენტი იოდზე ალერგიული არ არის, გადადუღებულ თბილ წყალში ერთი ჩაის კოვზი სოდა და ორ-სამი წვეთი იოდი არის ძალიან კარგი საშუალება, რომელსაც ჩემი ოჯახი ხშირად იყენებს. ეს ძალიან ამცირებს ყელის ტკივილს. უნდა შევამციროთ მწარე, მჟავე, ცივი, ცხელი საკვების მიღება და ეს ყველაფერი აულაგდებათ რამდენიმე დღეში“ –  განაცხადა გიორგი გოგნიაშვილმა

წყარო: ​fortuna.ge/​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+